Image

დელ პიერო-"ბებერი ქალბატონის" სული და გული ნაწილი I

ფეხბურთელების მონაცემები 17-ივნ, 15:079 Richie 2031


















საფეხბურთო სამყაროში ალესანდრო დელ პიეროს განსაკუთრებულად სცემენ პატივს იმის გამო,რომ მან პრაქტიკულად მთელი თავისი კარიერა ერთი კლუბის მშობლიური ტურინის "იუვენტუსში"გაატარა.ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში დელ პიერო უკვე თავის მე-17 სეზონს ატარებს და ამ წლების განმავლობაში ტურინელი ქომაგებისთვის ფეხბურთელზე მეტი გახდა და უფრო მეტიც,ვიდრე გუნდის კაპიტანი,იგი მათ კერპად,ღმერთად და ალბათ,დღევანდელი იუვენტუსის სახედ იქცა.დელ პიერო იმ ფეხბურთელების კოჰორტაში შედის,რომლებიც მთელი თავიანთი კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი გუნდის ერთგულნი რჩებიან.

იუვენტუსში ასელანდრო 17 წლის ასაკში მივიდა.ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი,მაგრამ უზომოდ ნიჭიერი მოთამაშე ბებერი ქალბატონის გულშემატკივრებმა თბილად მიიღეს,თუმცა,მათ აზრადაც არ მოსდიოდათ ის,რომ რამდენიმე წლის შემდეგ თავიანთ ამჟამინდელ ლიდერს გააღმერთებდნენ.ტურინში დელ პიეროს ურიგოდ არ დაუწყია,თუ იმას გავითვალისწინებთ,რომ მას კონკურენციას თვით რობერტო ბაჯო უწევდა.

დელ პიეროს უკვე მთელ იტალიაში სცემდნენ პატივს,ბაჯოს წასვლის შემდეგ 10 ნომრიანი მაისური სწორედ მას ერგო.90-იანი წლების დასაწყისში იუვენტუსი დიდ ძალას წარმოადგენდა,საკმარისია ითქვას,რომ ტურინელებმა სამჯერ ზედიზედ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში,თუმცა ალექსმა და მისმა გუნდმა წარმატებას მხოლოდ მიაღწია-1996 წელს.

2000 წელს ალექსს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ელოდა მის კარიერაში.ევროპის ჩემპიონატზე,რომელიც ჰოლანდიასა და ბელგიაში ჩატარდა,იტალიის ნაკრები საკმაოდ მძლავრ გუნდად წარსდგა,რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეეძლო.იტალიელებმა ფინალამდე მიაღწიეს და ზუსტად 94 წუთის განმავლობაში იგებდნენ თამაშს.სწორედ 94-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში ფრანგმა სილვიან ვილტორდმა,ხოლო 10 წუთის შემდეგ დავიდ ტრესეგემ ოქროს გოლით იტალიელთა იმედები დაამსხვრია...

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
13_FCB 17 ივნისი 2011 16:33
Livera,
კი ძმა მაგარი ფეხბურთელია მაგრამ დაბერდა უკვე რაააა... ჯობსს კარიერა დაასრულოს :):)
Livera 17 ივნისი 2011 15:18
მაგარი ფეხბურთელი და მაგარი ადამიანი :**
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (347)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა