თემურ ქეცბაია

თემურ ქეცბაია

21-10-2010, 13:31

თემურ ქეცბაია (1968) – ფეხბურთელი, დაიბადა 1968 წლის 18 მარტს ქალაქ გალში. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ასქართველოს ნახევარმცველი. კარიერის დასრულებისთანავე გახდა ტრენერი. 2009 წლის 6 იანვრიდან წრთვნის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

ახალგაზრდული კარიერა მან ,,სოხუმის დინამოში" დაიწყო სადაც მოასწრო 22 თამაშში 5 გოლის გატანა. უკვე 1987 წელს პერსპექტიულ ახალგაზრდას მოწვევა მოუვიდა ,,თბილისის დინამოდან". ახალგაზრდული ჯგუფიდან იგი სწრაფადვე გადავიდა მთავარ გუნდში. თემურს შეეძლო ეთამაშა ,,თბილისის დინამოშ" რომ არ დაშლილიყო საბჭოთა კავშირი. საქართველოში თემური შიდა ჩემპიონატებში იღებდა მონაწილეობას. მან საქართველოში 1992 წლამდე ითამაშა. ამ დროის მანძლზე მან მოასწრო გაეტანა 54 მატჩი 8 გოლი. გახდა სამგზის საქართველოს ჩემპიონი და დაეუფლა თასს.

1992 წელს იგი წავიდა საბარძნეთში, კიპრის ,,ანართოსისში". სადაც 3 სეზონში ითამაშა 76 მატჩი და გაიტანა 36 გოლი. გამტანი ნახევარმცველი შეამჩნია ბერძნულმა გუნდა აეკმა და 1994 წელს კონტრაკტის დასრულებისთანავე, აეკმა მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ წლების განმავლობაში 84 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 24 გოლი. გახდა ორგზის საბერძნეთის ჩემპიონი.

1997 წელს, ქეცბაიამ დატოვა აეკი და როგორც თავისუფალი აგენტი ზაფხულში წავიდა შემოწმებაზე გუნდ ,,ნიუკასტლში". იმის მიუხეავად, რმ თემური 29 წლის იყო. ,,ნიუკასტლმა" მასთა კონტრაქტი გააფორმა. ქართველი აჩვენებდა ლამაზ ფეხბურთს, თუმცა მისი უფასოდ შეძენა მაინც თავისი როლი. თემურის დებიუტი შედგა 9 აგვისტოს. მან ითამაშა ,,შეფილდ უენსდეის" წინააღმდეგ. თემურის გუნდა იმარჯვა 2–1. პირველ სეზონში თემური იყო ძირითადში, ითამაშა 39 თამაში და გაიტანა 4 გოლი. ინგლისის თასზე 6 თამაშში ითამაშა და გაიტანა 1 გოლი რომელიც გაუტანა ,,არსენალს" ფინალში.

მეორე სეზონში მან ითამაშა 33 თამაში და 8 გოლი გაიტანა. ხოლო ინგლისის თასზე 6 მატჩი მაგრამ 4 გოლი გაიფორმა თავის ანგარიშზე. ამის შემდეგ იგი კიდევ რჩება ,,ნიუკასლში" მაგრაფ უფრო ხშირად იკავებს სათადარიგოთა სკამს. მან 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა. უეფას თასზე კიდე ცსკა–ს გაუტანა გოლი.

ეს იყო უკანასკნელი ეზონ ,,ნიუკასლში". იგი 1 300 000 დოლარად მიჰყიდეს ,ვულვერხემპტონს". თემურმა ერთ სეზონში ითამაშა 22 მატჩი და გაიტანა 3 გოლი, მაგრამ ახალ კლუბში იგი არ გაჩერდა და მოასწრო ეთამაშა 3 მატჩ ,,მგლების" მაისურით. თემური 800 000 დოლარად გადადის შოტლანდიურ ,,დანდიში". კლუბში მან 22 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 6 გოლი.

ამის შემდეგ იგი ,,ანართოსისში" დაბრუნდა როგორც მოთამაშე და ტრენერი. ქართველის კარიერა დასრულდა 2006–2007 წლებში. მოასწრო ეთამაშა 97 მატჩი და გაეტანა. 39 გოლი. გახდა კიპრის ჩემპიონი და კიპრის თასის მფლობელი. თემურ ქეცბაიას თავკაცობით 2008–09 წლებში, ,,ანართოსისი" გახდა პირველი კიპრის გუნდი, რომელიც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ამის შემდეგ იგი წრთვნიდა ,,ოლიმპიაკოსს" თუმცა იქ მხოლოდ 4 თვე დაჰყო.

2009 წლის 6 იანვრიდან თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს წრთვნის და არც ისე ცუდად. მას მთელი თავისი კარირერის მანძილზე საქართველოს ნაკრებში არ აქვს წაგებული არცერთი მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მიღწევაა.

პ.ს. მე მგონი საქართველოს ნაკრებს კარგად გაწრთვნის. უბრალოდ დრო სჭირდება, რმო ფეხბურთელები დაამუშაოს და კარგად მოარგოს ტაქტიკას, რომელიც საკმაოდ კარგად ჭრის.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 7ავტორი: ilia7
კაი სტატიაა
# 2783ავტორი: Sportnews
თემურ ქეცბაია ძაან კაი ფეხბურთელი იყო და ეხლა ძაან მაგარი მწვრთნელია.

ყოჩაღ ავტორს მაგარი სტატია.

--------------------

# 706ავტორი: FCB
admin,

გაიხარე :)
# 1454ავტორი: admin
ყოჩაღ, იმედია ბევრს მმოეწონება ეს სტატია და კონეტარებსაც დატოვებენ, ძალიან კარგი სტატია კი გამოგივიდა :)
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით