ანხელ დი მარია - ბიოგრაფია

ფეხბურთელების მონაცემები 12-სექ, 13:029 Richie 3332 3






ანხელ დი მარია - ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც არასდროს უფიქრია იმაზე, რომ ოდესმე მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წევრი გახდებოდა. თუმცა კი ისეთი ფეხბურთელისთვის როგორიც ანხელია, შეუძლებელი არაფერია. აი უკვე 1 სეზონი გავიდა მას შემდეგ რაც დი მარია "რეალში" გადავიდა და მეტიც, მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დიდი ხანია დაიმკვიდრა.

საკლუბო კარიერა

მისი პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. როდესაც იგი ჯერ კიდევ "როსარიო ცენტრალის" ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. ერთ ძალიან ლამაზ დღეს მასთან სახლში გუნდის მთავარი მწვრთნელი მივიდა და უთხრა რომ დებიუტის შანსს აძლევდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. დი მარია მალე გახდა "როსარიო ცენტრალის" პირველი გუნდის ფეხბურთელი და ძალიან კარგად ასპარეზობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა 2 წელი გაატარა "როსარიო ცენტრალში". 2007 წლის ბოლოს მან შეთავაზება მიიღო 2 გუნდისგან: "ბენფიკასგან" და "რუბინისგან". ანხელმა პორტუგალიის ჩემპიონებთან წასვლა ამჯობინა და მალევე შეთანხმება შედგა. ახალი სეზონი დი მარიამ "ბენფიკასთან" ერთად დაიწყო.

"ბენფიკაში" დი მარია თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა. არაჩვეულებრივად ასპარეზობდა და მალე პირველ თერთმეტეულშიც დამკვიდრდა. თუ მის სადებიუტო სეზონში "ბენფიკას" პრობლემები ჰქონდა და ტიტულები ვერ მოიგო, მეორე სეზონში მათ პორტუგალიის თასი მოიპოვეს. დი მარიამ "ბენფიკასთან" ერთად პირველ სეზონში 26 მატჩის ჩატარება მოახერხა თუმცა გოლი ვერ გაიტანა. საბოლოოდ ანხელმა პორტუგალიაში 3 სეზონი ითამაშა. მან 76 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა. საინტერესოა ის ფაქტიც რომ დი მარიამ პირველი ტიტული "ბენფიკაში" მოიპოვა, სულ კი 3 ტიტული დააგროვა: 2 პორტუგალიის თასი და 1 პორტუგალიის ჩემპიონატი. 2010 წელს დიდი მოლაპარაკებები გაიმართა "ბენფიკასა" და მადრიდის "რეალს" შორის. და 2010 წლის 7 ივლისს ანხელ ფაბიან დი მარია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა.

სწორედ აქედან იწყება და ჯერ-ჯერობით გრძელდება დი მარიას საუკეთესო წლები. ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ ვიტყვით რა ელის მას მომავალში რადგან მან მხოლოდ 1 სეზონი გაატარა "სამეფო კლუბთან" ერთად. მაგრამ შემიძლია მოგიყვეთ დიდი სიამოვნებით, თუ როგორ ატრიალებს ბურთს იგი ცალი ფეხით და როგორ ლამაზად აგრძელებს თამაშს "რეალში". მან სადებიუტო მატჩი "რეალში" 4 აგვისტოს გამართა "ამერიკასთან" მატჩში. პირველი გოლი კი "ერკულესის" წინააღმდეგ 22 აგვისტოს გაიტანა. მას შემდეგ დი მარია შეუცვლელია სასტარტო შემადგენლობაში. იგი სასწაულებს ახდენს ბურთით, იტანს გოლებს და აკეთებს საგოლე გადაცემებს...

სანაკრებო კარიერა

ანხელ დი მარიას დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლის 7 აგვისტოს ჰქონდა. მაშინ როდესაც იგი "ბენფიკას" რიგებში გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა ნაკრების ბოსებზე. 2008/2009 წლების სეზონში მან სულ 3 მატჩის ჩატარება მოახერხა. შემდეგ სეზონზე მან 10 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და 1 გოლი გაიტანა. იგი გამოძახებულ იქნა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც არგენტინა მეოთხედფინალში გერმანიასთან დამარცხდა. საუკეთესო სეზონი 2010/2011 წლები იყო. მაშინ როდესაც იგი "რეალში" თამაშობდა. მაშინ მან 12 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. სულ მას ნაკრებში 5 გოლი აქვს გატანილი 25 შეხვედრაში.

აი სულ ეს იყო, ეს არის არგენტინელი ფეხბურთელის ბიოგრაფია, ფეხბურთელიც რომელსაც დიდი ისტორიის შექმნა შეუძლია მადრიდის "რეალში".

როდესაც დი მარია ბურთს მიიღებს, მგონია რომ რაღაც სასწაულს გააკეთებს. არის ცალფეხა ფეხბურთელი, მისი ოცნება ჩემსას ჰგავს, მისი მოწოდება ჩემსას ჰგავს. დი მარია განსაკუთრებული ფეხბურთელია. წარმატებები არგენტინელო "პატარა ანგელოზო".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

liver8g 12-სექ, 14:03

მართლაც რომ კარგია.კარგად გიშრომია :)

Liverpoolfc 12-სექ, 13:44

საგოლ კაი სიახლეა :))

Ditoo 12-სექ, 13:10

თუ შენ დაწერე, ბრავო მაშინ ლუკა : ))
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018