Image

ალექსანდრე ამისულაშვილი

ფეხბურთელების მონაცემები 31-ოქტ, 19:529 admin 3930


















ალეკო ამისულაშვილი-ქართველი ფეხბურთელი,პოზიციურად ცენტრალური მცველი.რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ნალჩიკის სპარტაკის წამყვანი მოთამაშე.გამოირჩევა საიმედო თამაშით.


საკლუბო კარიერა

ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა ქართულ რეკორდმაისტერში,თბილისის დინამოში დაიწყო.ამ გუნდთან ერთად მოიგო 2003 წელს მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასი.2004 წელს კარიერის გასაგრძელებლად უკრაინული ფეხბურთის ლიდერ კიევის დინამოში გადავიდა და 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა,თუმცა ქართველ ფეხბურთელს იშვიათად ეძლეოდა თამაშის საშუალება და ფორმაში შესასვლელად იძულებული გახდა დროებით სხვა კლუბში გადასულიყო.2005 წლის ზაფხულში უკრაინელებმა ექვსი თვით თბილისის დინამოში გაანათხოვრეს.ექვსი თვის შემდეგ,2005 წლიდან ამისულაშვილი ისევ განათხოვრებულია,ამჯერად სიმფეროპოლის ტავრიაში.ექვსი თვის შემდეგ ალეკო კიევის დინამომ უკვე ახალ კლუბში,რუსული პრემიერლიგის კლუბ იაროსლავის შინიკში გაანათხოვრა.აქაც ნახევარი წელი გაატრა ქართველმა ფეხბურთელმა და 2007 წლის დასაწყისში წამოვიდა.ამის შემდეგ რამდენიმე კვირა უქმად იყო და თბილისში ვარჯიშობდა,შემდეგ კი ნალჩიკის სპარტაკმა ანთალიაში სინჯებზე მიიწვია და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა,საკმაოდ კარგადაც და იური კრასნოჟანმა მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა.ამისულაშვილმა ისევ ექვსთვიანი იჯარა გააფორმა.ვადის გასვლის შემდეგ ნალჩიკელებმა მასთან კონტრქტის გაგრძელება მოისურვეს,რადგანაც ალეკო დიდი სიყვარულით სარგებლობდა გულშემატკივრებში,მათ შორის იყო ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტი,რომელიც დაუკავშირდა კიევის მერს და კიევის დინამოსთან შუამდგომლობა სთხოვა.შედეგად ამისულაშვილი 2007 წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო სპარტაკში,მაგრამ კიდევ გახანგრძლივდა მისი აქაური კარიერა.იგი გუნდში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.მალე სკანდალშიც გაეხვა:ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგიასთან ტურის მატჩის შემდეგ ვლადივოსტოკის პოლიციამ დააკავა.მიზეზი მი აღმოჩნდა 25 წლის გოგოს გაუპატიურება,მაგრამ საბოლოოდ ალეკო გაამართლეს.2009 წელს რუსულმა გამოცემა სოვეტი სპორტმა განვლილი სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა.იგი რუსეთში მეტად პოპულარული ფეხბურთელია და მისი გადაბირების სურვილი ბევრ გუნდს აქვს.


სანაკრებო კარიერა

ალექსანდრე ამისულაშვილი 19 წლის იყო,როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გამოიძახა,რამდენიმე მატჩიც ჩაატარა,მაგრამ შემდეგ ნაკრებში ბევრმა წყალმა ჩაიარა,ბევრი მწვრთნელი გფამოიცვალა,მაგრამ ალეკო არავის გახსენებია,არადა სისტემატურად ხვდებოდა კლუბის ძირითად შემადგენლობაში და ნალჩიკის სპარტაკის ლიდერადაც იქცა.2007 წელს კლაუს ტოპმიოლერმა ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩში ათამაშა,მაგრამ ამ უსუსტეს გუნდთან ვერმოგება რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მასაც დაბრალდა და აღარ გამოიძახეს.და აი,ამისულაშვილმა 2009 წლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.ამის მიზეზი სხვა რამეც იყო-მას აღარ შეეხო ლიგიონერებზე დაწესებული ლიმიტი.საჭიროების შემთხვევაში კი მზადაა საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს.
ტიტულები

* საქართველოს ჩემპიონი:2003
* საქართველოს თასი:2003

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (218)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა