გვარდიოლას ეპოქა II ნაწილი

ფეხბურთელების მონაცემები 02-დეკ, 19:229 Richie 1672 1






გუარდიოლას ხანა 2010


ხოსეპ გუარდიოლამ სეზონის დაწყებამდე გუნდიდან ჩიგრინსკი გაუშვა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი "მილანში" გაამწესა არენდით, რმელმაც მოგვიანებით იტალიურ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან რაფა მარკესი და ტიერი ანრი "ნიუ-იორკ რედ ბულსში" გაუშვა უფასოდ. იაია ტურე კი "მაჩესტერ სიტის" მოთამაშე გახადა. სამაგიეროდ გუნში "სევილიადან" ადრიანო კორეირა იყიდა, ხოლო "ვალენსიადან" დავიდ ვილია. ყველაზე ბოლოს მან "ლივერპულიდან" ხავიერ მასკერანო გადაიბირა.

პეპ გუარდიოლასთვის სეზონი არც ისე კარგად დაიწყო. "ლა ლიგის" პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ მან, მეორე ტურში "ერკულესთან" კამპ-ნოუზე მოულოდნელი მარცხი განიცადა. შემდეგში გუნდმა თამაში გამოასწორა და "Dream Team" ის "მეორე სიცოცხლეც" სწორედ აქედან დაიწყო. გუნდი ფანტასტიურად ათამაშდა, ხავიესტას, მესის, ვილიასა და პედროს თამაში ნებისმიერ დაცვას ტეხდა. თუ მოწინააღმდეგე მოახერხებდა და ბურთს ფეხს მიადებდა და მეტიც თუ შეტევაში მოახერხებდა გადასვლას, მაშინ გუნდს ძირითადად უქმად მყოფი ვალდესისა და პიკე-პუიოლის იმედი ჰქონდა. უდიდესი მოგებათა სერიის შეწყვეტა ბილბაოს "ატლეტიკმა" მოახერხა და გვარდიოლას გუნდს ფრედ 1:1 ეთამაშა.

რათა თქმა უნდა "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალში მოხვდა. ესპანურ გუნდს ლონდონის "არსენალი" დაუპირისპირდა. ინგლისელებმა სახლში გამარჯვება მოახერხეს თუმცა სტუმრად მარცხი განიცადეს. საბოლოო ანგარიშით 4:3 "ბარსელონას" სასარგებლოდ. მეოთხედფინალის კენჭისყრის დროს "ბარსელონას" გვერდით "შახტარი" მოხვდა. დონეცკელები კატალონიელებთან დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში 6:1. ნახევარფინალები ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ელ-კლასიკო გაიმართა, სადაც "ბარსამ" "რეალი" საბოლოო ანგარიშით 3:2 მოიგო. "ბარსა" ფინალში გავიდა სადაც "მანჩესტერი" საკუთარ ქვეყანაში ელოდა.

ამასობაში კი "ბარსელონა" ესპანეთის თასზე დამარცხდა, მადრიდის "რეალთან". თუმცა ლა ლიგაში 7 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. მაისის შუა რიცხვებში "ბარსამ" ლა ლიგა გაინაღდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მეორე გუნდის ფეხბურთელები ათამაშა.

ფინალი "უემბლიზე"

კატალონიის "ბარსელონა" ფინალში ისევ "მანჩესტერს" დაუპირისპირდა. გუარდიოლას გუნდი თავიდან არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ინგლისელები პირველი 10 წუთის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა საბოლოოდ "ბარსელონამ" "დაიჭირა" თამაში და ტრადიციული აწყობა დაიწყო. პირველი გოლი სწორედ კატალონიელებმა გაიტანეს, ხავის არაჩვეულებრივ პასს პედრო როდრიგესი გამოეხმაურა და რამოდენიმე შეხებით ვან დერ სარის კარში ბურთი შეაგორა. მეორე ბურთი უეინ რუნის ანგარიშზეა. მან "ბარსელონას" კარში ულამაზესი ბურთი გაიტანა, გიგზის არანაკლებ ლამაზი პასით. პირველი ტაიმი სწორედ ასე დამთავრდა 1:1. მეორე ტაიმი "ბარსელონას" უპირატესობით დაიწყო. ლეო მესი ტრადიციულად აქტიურობდა და გოლის გატანაც მოახერხა, ვან დერ სარს გაუჭირდა ბურთზე ნახტომის გაკეთება და ბურთის დაჭერაც ვერ მოახერხა. "ბარსელონა" 2:1 ს იგებდა როდესაც საჯარიმოში ინიესტას დარტყმის შემდეგ ბურთი "რიკოშეტის" წყალობით ბუსკეტსს მიუვიდა, რომელიც ასევე საჯარიმოში იყო მან დაინახა ცარიელი დავიდ ვილია გაუკეთა პასი და ვილიამ აუღებელი დაარტყა ედვინ ვან დერ სარის კარში და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

საბოლოო წლის ბოლოს "ბარსას" 2 ძირითადი ტიტული დაუგროვდა. ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

პირველი ნაწილი

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Alex_Song 02-დეკ, 22:01

კაი ლუკა:):) გიწვალია კაი ნაშრომია
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018