Image

დავით ყიფიანი (1951-2001)

ფეხბურთელების მონაცემები 05-ნოე, 17:009 FCB 4971


ქართველი ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, თამაშობდა თბილისის "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი და გატანილი აქვს 78 გოლი. სსრკ-ს ნაკრებში ითამაშა 19 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. ევროტურნირებზე - 35 მატჩი 10 გოლით. სულ ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი აქვს 106 გოლი.

1978 წელს გახრდა სსრკ-ს ჩემპიონი, ვერცხლის პრიზიორი - 1977 წელს, ბრინჯაოს პრიზიორი - 1971-72-76 (გაზაფხული), 1976(ზაფხული), 1976-79 წლებში სსრკ-ს თასის მფლობელი, 1981 წელს თასების თასის მფლობელი. საუკეთესოთა შორის დასახელებული იყო 8-ჯერ: 1977 და 1978 წლებში პირველ ნომრად. აღიარებულია 1978 წლის სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად.

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო მწვრთნელი სხვადასხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

დავით ყიფიანი გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, მოედნის შესანიშნავი ხედვით, მახვილგონივრული გადაცემებით.

2001 წლიდან საქართველოს თასს ფეხბურთში ეწოდა დავით ყიფიანის სახელობის თასი.

დავით ყიფიანი 2001 წლის 17 სექტემბერს დაიღუპა ავტოავარიაში


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 5 ნოემბერი 2010 21:20
admin
გეთანხმები ეგრეა ნამდვილად
admin 5 ნოემბერი 2010 20:46
ჩემი აზრით ეს კაცი საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია!
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (156)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა