კაკა - წარმოშობა

ფეხბურთელების მონაცემები 07-ნოე, 19:299 beqa_beqa 2740 1






მისი საწოლის თავთან ყოველთვის დევს ბიბლია, იგი თამაშობს როგორც ანგელოზი - ელეგანტურობის და სიზუსტის შენაერთი, უმაღლესი კლასის ფეხბურთი. კაკა განსხვავდება ყველასგან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. განსხვავდება იმით, სრული ანტონიმია ფაველის ბრაზილიელებისა, რომლებიც იზრდებიან და კაცდებიან სიღარიბეში. კაკა სხვაა. მისი მამა ბოსკო - ინჟინერია, და მის შვილს არასდროს ჰქონია შიმშილობის გრძნობა.

მაგრამ გაიხსნა მისთვის სიღარიბე, როდესაც 12 წლის იყო, და დედამისს სან-პაულუს. მხოლოდ მაშინ დაინახა მან პრივილეგიები, რომელიც მას ცხოვრებამ აჩუქა. მან არ გამოიარა გაჭირვება, რომელიც ასე თუ ისე მისი თანაგუნდელების უმეტესობას აწუხებდა. წლების შემდეგ ის გახდა, "OON" - ის ელჩი, ცდილობდა რა მოშიმშილეთა დახმარებას. ის ყოველთვის ყველასთვის მაგალითი იყო, იგი ასევე ხელმძღვანელობს თავისი ეკლესიის კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ.

სანამ დავიწყებდეთ საუბარს კაკაზე, როგორც ვარსკვლავზე, მოდით ვისაუბროთ მისი გზის დაწყებაზე. რიკარდო ისექსონ დოს სანტოს ლეიტე დაიბადა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს, ცოტათი ადრე, როდესაც ზიკოს ბრაზილიის ნაკრები ესპანეთში, 82 წლის მუნდიალზე ისე თამაშობდა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ "სელესაოს" შეეძლო. რიკარდოს დედა, სიმონე მასწავლებელია. მამა, ბოსკო როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, ინჟინერია. დაახლოებით ოთხი წელი ისინი ცხოვრობდნენ დედაქალაქ ბრაზილიაში. შემდეგ გადასახლდნენ კუიაბაში, და ბოლოსდაბოლოს სან-პაულუში. ოჯახი დაბინავდა მონტე ალეგრეს ქუჩაზე, ქალაქის დასავლეთით.

მისი ზედმეტსახელი - კაკა. რა თქმა უნდა, როგორც კეთილ საფეხბურთო ზღაპარშიც, ერთ-ერთი მთავარი და პირველი საჩუქარი ბურთი იყო, სწორედ მაშინ დაიბადა ის ზედმეტსახელი, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო იცნობს. მის უმცროს ძმას უბრალოდ არ შეეძლო რიკარდოს თქმა, ამიტომ მხოლოდ კაკას იძახდა.

გათვალისწინებულ ოჯახში დაბადებულმა რიკარდომ, ჯაფით ისწავლა მეცნიერება, და ჩანდა, რომ მისთვის ფეხბურთი მხოლოდ ჰობი იყო. მას ჰყავდა შესანიშნავი ნიშნები, პირველ რიგში მათემატიკაში და რელიგიაში. ოჯახში, და რიკის სიტყითაც, თავადაც სურდა მამის კვლალდაკვალ წასულიყო, გამოსულიყო რა ინჟინერი. მაგრამ კაკა მოხვდა მცირე საფეხბურთო გუნდში, ბაპტიშტა ბრაზილეიროს კოლეჯში. იქ ის იყო ცნობილი, სახელით რიკარდინიო. გუნდში, კაკა სხვა ყველასაგან გამორჩეული გახლდათ. მის პირველ საერთაშორისო ტურნირზე ჩილეში 1993 წელს, მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი ფეხბურთელი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დასაწყისი დადებითია.

ზედმეტად მყიფე. მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი საყვარელი შვილის გასახარებლად ცდა არ დაეკლოთ, მიიყვანეს რა კლუბ "სან პაულუს" საფეხბურთო გუნდში. მიხვდნენ, რომ ბიჭი ძალზე ნიჭიერ მოთამაშედ იზრდებოდა. ის ნამდვილად იყო ტექნიკური, თუმცა ფიზიკურ მდგომარეობაში პრობლემები ჰქონდა, თანაგუნდელებზე დაახლოებით ორი წლით უმცროსი იყო, მათ ჩამორჩებოდა. ის იყო მყიფე, ამიტომ "სან-პაულუში" გადაწყვიტეს, რომ რიკარდოსთვის განსაკუთრებული დიეტა დაენიშნათ. იმდროს მას ხშირად უწევდა უსაქმოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.

მატჩის წინ, პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალდაომ, მოითხოვა აკედემიიდან თავდამსხმლის ბოძება. მას შემდეგ რაც, მან კაკა დაინახა ახალგაზრდებთან ვარჯიშის დროს, რიკარდო აღარ დაბრუნებულა მეორე გუნდში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

beqa_beqa 07-ნოე, 19:41

აუ მალე გამომჯამთელდე და ნახავენ მერე რეალი რა იქნება
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018