ლიონელ მესი

ფეხბურთელების მონაცემები 25-თებ, 15:509 STEVEN 4761 0






ლიონელ მესი

სახელი: ლიონელ მესი
დაბადების თარიღი:ივნისი 24, 1987
ეროვნება:არგენტინა
საფეხბურთო კლუბი: ბარსელონა
სიმაღლე:169 სმ
წონა:67 კგ
პოზიცია: თავდამსხმელი
ნომერი: 10


მოკლე ბიოგრაფია ფეხბურთელის შესახებ



მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს, არგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და - მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში $900-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა − მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

მესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში ჟოზე მოურინიოს „პორტოსთან“ შედგა 2003 წლის 26 ნოემბერს (მესი 16 წლის და 145 დღის იყო). ერთი წლის შემდეგ, ფრანკ რაიკაარდმა ლა ლიგაში ესპანიოლთან მატჩში გამოიყვანა 2004 წლის 16 ოქტომბერს და გახადა მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსელონას ისტორიაში და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა იგის ისტორიაში (2007 წელს ეს რეკორდი მესის თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა დაამხო). მესიმ ბარსელოლანსთვის მისი პირველი გოლი ალბასეტეს წინააღმდეგ გაიტანა 2005 წლის 1 მაისს, როცა 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ვინც ლა ლიგაში გაიტანა ბარსელონას მაისურით, სანამ 2007 წელს მისმა თანაგუნდელმა, ბოიან კრკიჩმა გაიტანა გოლი მესის საგოლე პასით. მესიმ თავის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ რაიკაარდზე ასეთი რამ თქვა: „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ მან დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018