კრიშიტანუ რონალდუ

ფეხბურთელების მონაცემები 25-თებ, 16:159 STEVEN 2183 1





კრიშიტანუ რონალდუ


სახელი-კრიშტიანუ რონალდუ
დაბადების თარიღი-
ეროვნება- პორტუგალია
საფეხბურთო კლუბი- მადრიდის რეალი
სიმაღლე-185 სმ
წონა-83 კგ
პოზიცია-თავდამსმელი
ნომერი-7



ბავშვობაში რონალდუს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრიშტიანუ ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ პორტუგალიელი ლეო მესის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.

რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედვაად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-რთ ეპიზოდში კამერას შეაურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 09-აპრ, 10:52

მაგარია რონალდო
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018