ფეხბურთელების მონაცემები
სტივენ ჯერარდი

სტივენ ჯერარდი


სახელი: სტივი
გვარი:ჯერარდი
პოზიცია:ნახევარმცველი
ნომერი:8
დაბადების რიცხვი:30 მაისი 1980
ეროვნება:ინგლისი
გოლი:114


სტივი დაიბაადა პატარა ქალა უისტონში, რომელიც სულ რაღაც 8 კილომეტრითაა დაშორებული ლივერპულიდან. მან საფეხბურთო კარიერა უისტონში საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. სადაც პირველად შემაჩნიეს ლვიერპულის სკაუტებმა. 9 წლის ჯერარდი გადავიდა ლივერპულის ახალგაზრდულ აკადემიაში. 1997 წლის 5 ნოემბერს კი სტივმა პირველი კონტრაქტი გააფრომა მერსესაიდულ კლუბთან...

სტივენ ჯერარდს ლივერპულის ძირითად გუნდში დებიუტი 1998 წლის 29 ნოემბერს ჰქონდა, ბლექბერნთან მატჩში, სადაც ბოლო წუთებზე შეცვლაზე შევიდა. თავის სადებიუტო სეზონში მან 13 შეხვედრა ჩაატარა და კაპიტნის, ჯეიმი რედკნაპის ადგილას თამაშობდა მარჯვენა ნახევარმცველად, რადგან ამ უკანასკნელს ტრავმა ჰქონდა... ეს სეზონი ჯერარდისთვის არც ისე წარმატებული იყო. მან ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა, რისი მიზეზიც მისი არასწორ პოზიციაზე დაყენება იყო. სტივი ამჩნევდა რომ დაცვაში უფრო დიდ დროს ატარებდა, ვიდრე შეტევებში...

1999-2000 წლებში ჯერარდი პარტნიორობას უწევდა რედკნაპს ნახევარდაცვის ცენტრში. თავისი პირველი დერბიც მაც სწორედ ამ სეზონში ითამაშა. ევერტონთან მატჩში იგი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა რობი ფაულიერს ნაცვლად და ამ თამაშშივე მიიღო პირველი წითელი ბარათიც. ამ სეზონშივე გაიტანა მან თავისი პირველი გოლი შეფილდის კარში. ამის შემდეგ მან რამდენიმე ტრავმა და ოპერაცია გადაიტანა...

2000-01 წლების სეზონში მან 15-ჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა. იმ წელს ლივერპულმა მოიგო ლიგის და FA-ს თასები და ასევე უეფას თასი...

2003 წელს სტივენ ჯერარდი ლივერპულის კაპიტანი გახდა. ახალმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ იგი გუნდის ლიდერად აღიარა და ახალი 4 წლიანი კონტრაქტიც გაუფორმა...

2003-04 წლებში საკმაოდ წარუმატებელის სეზონის შემდეგ ჟერარ ულიემ დატოვა კლუბი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივენ ჯერარდი ლონდონის ჩელსიში გადავიდოდა. იგი აცხადებდა: "მე არ ვარ კმაყოფილი გუნდის მდგომარეობით და მისი პროგრესით. მე რეალურად ვფიქრობ წასვლაზე." თუმცა საბოლოოდ მან უარი თქვა 20 მილიონიან შემოთავაზებაზე და დარჩა ლვიერპულში. "მე ვრჩები ამკლუბში, რადგან აქ არის ჩემი გული და სული." - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.


2004-05 სეზონიც წარუმატებლად, უამრავი ტრავმებით დაიწყო. მათ შოროს სტივსაც აწუხებდა ტრავმა და იგი მხოლოდ ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდა მოე
დანს. სწორედ იმ მატჩში, ოლიმპიაკსოთან სადაც წყდებოდა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლა. სტივმა ამ ტამაშში გადამწყვეტი გოლი გაიტანა ბოლო წუთებზე და გუნდი ფლეიოფში გაიყვანა. ჯერარდმა განაცხადა რომ ეს იყო მის კარიერაში უმნიშვნეოვანესი გოლი...

მიღწევები


საკლუბო გამარჯვებები

FA-ს თასი - 2000/01, 2005/06.

ინგლისის ლიგის თასი - 2000/01, 2002/03

ჩემპიონთალიგა - 2004/05

უეფას თასი - 2000/01

უეფას სუპერ თასი - 2000/01, 2005/06


მეორე ადგილი

პრემიერლიგა - 2001/02, 2008/09

ინგლისის ლიგის თასი - 2004/05

ჩემპიონთა ლიგა - 2006/2007

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - 2004/2005


ინდივიდუალური ჯილდოები:

ჟურნსლიტთა ასოციაციის მიერ - წლის საუკეთეო ფეხბურთელი - 2008/09

პრემიელიგის წლის საუეკთესო ფეხბურთელი - 2005/06

პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2000/01

ფანების გამოკითხივთ - წლის საუეკტესო ფეხბურთელი - 2000/01, 2008/09

პრემიერლიგის წლის გუნდის წევტი - 2000–01, 2003–04, 2004–05, 2005–06, 2006–07, 2007–08, 2008–09

პრემიერლიგის თვის ფეხბურთელი - მარტი 2001, მარტი 2003, დელემბერი 2004, აპრილი 2006, მარტი 2009

წლის საუკეთესო გოლის ავტორი - 2005/06

ევროპის წლის საუეკთესო ფეხბურთელი - 2004/05

ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე - 2004/05

ევროპის წლის გუნდის წევრი - 2005, 2006, 2007

ფიფას წლის გუნდის წევრი - 2006/07, 2007/08










კომენტარის დამატება