სამი ჰედირა

ფეხბურთელების მონაცემები 28-თებ, 20:269 STEVEN 3287 0





გერმანიის "ბუნდეს ნაკრების" ნახევარმცველი სამი ხედირა "მსოფლიო ჩემპიონატზე" ერთ–ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი გახლდათ. მან უშეცდომოდ და შესანიშნავად ჩაატარა ეს ტურნირი რითაც დაიმსახურა "ბობოლა" კლუბების ყურადღება. ნახევარმცველი, რომელიც ჩამშლელის პოზიციაზე ასპარეზობს, შესანიშნავად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შეტევით ხაზსაც ამარაგებს უზუსტესი გადაცემებით. მისი სიმაღლე 189 სმ_ია ეს ყოველივე მას უადვილებს მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლას. მას ასევე აქვს უძლიერესი დარტყმა.

სამის დედა სუფთა სისხლის გერმანელია, ხოლო მამა კი თურქი. 8 წლის ასაკში ხედირა მიიყვანეს "შტუდგარტში", მან 11 წელიწადი დაჰყო "შვაბების" ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო მისი დებიუტი "ბუნდეს ლიგაში" 2006 წლის 1 ოქტომბერს მოხდა "ჰერტას" წინააღმდეგ. ამ წელსვე ხედირას კლუბი გახდა ჩემპიონი "ბუნდეს ლიგაში" რაშიც ხედირამ თავისი წვლილის შეტანა შეძლო. "შვაბების" შემადგენლობაში მან 98 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

ხედირას დებიუტი "ბუნდეს ნაკრებში" "მსოფლიო ჩემპიონატის" დაწყებამდე ორი თვით ადრე შედგა. მან თავისი თამაშით მოხიბლა იოჰამ ლიოვი და ასე მოხვდა გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 12 მატჩი და 1 გოლია.

მიღწევები:
გერმანიის ჩემპიონი: 2006/07
ევროპის ჩემპიონი (21) 2009

კარიერა:
შტუდგარტი 2 (1995 - 2006)
შტუდგარტი: (2006 - 2010)
მადრიდის რეალი 2010 წლიდან დღემდე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018