დანიელ ალვეში

ფეხბურთელების მონაცემები 07-მარ, 22:299 STEVEN 4086 0





დანიელ ალვესი მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველია, რომელიც თავისი ფლანგის ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ვიხილოთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა მას შემდეგ, რაც ესპანურ “შევილიაში” 6 წელი გაატარა.

დანიელ ალვეს და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვესმა ფეხბურთის თამაში რეგიონის უძლიერეს კლუბში, “ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18 წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავუს გამოჩენის შანსი “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ მისცა.

ალვესის სადებიუტო შეხვედრა მისმა კლუბმა 3:0 მოიგო, ხოლო თავად ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭილება დატოვა. მან გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

პირველი ტიტული ალვესმა 2001 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა გუნდმა ბაიას ჩემპიონატი მოიგო. ამას მოჰყვა 2001 და 2002 წლებში ნორთესტის თასის მოპოვებაც. ახალაგაზრდა ფეხბურთელის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, რომელმაც ალვესი გუნდში 2003 წლის იანვარში მიიწვია.

ამ დროისთვის ალვესი უკვე “სევილიაში” თამაშობდა იჯარის წესით და ვინაიდან თავი ესპანეთშიც კარგად წარმოაჩინა, ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. 2003 წელს დანიმ ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ალვესის ბრაზილიამ ანდრეს ინიესტას ესპანეთს 1:0 სძლია, ხოლო თავად ალვესი ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა.

2003/04 წლების სეზონში ალვესმა “სევილიას” შემაგენლობაში 29 შეხვედრა ითამაშა და უეფას თასის საგზური მოიპოვა.

2005/06 წლების სეზონში ალვესი გუნდში როგორც დაცვითი, ასევე შემტევი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული და ანდალუსიელებს უეფას თასის მოგებაში დაეხმარა. “ბარსელონას” დღევანდელი მეორე ნომერი იმ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო რამდენიმე თვეში, მისმა “სევილიამ” ევროპის სუპერთასზე “ბარსას” 3:0 სძლია და ალვესი ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო.

მომდევნო სეზონში ალვესმა “სევილიასთან” ერთად კიდევ ერთხელ მოიგო უეფას თასი და ზედ ესპანეთის თასიც დააყოლა. 2007/08 წლების დასწყისში ალვესის გუნდმა მადრიდის “რეალს” ესპანეთის სუპერთასის მოსაპოვებლად გამართულ ორრაუნდიან ბრძოლაში სძლია, ხოლო იმავე სეზონში მარჯვენა მცველმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. იმ სეზონში ალვესმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გუნდში ხესუს ნავასის შემდეგ მეორე იყო.

“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, პირველივე სეზონში, ალვესმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მან “ბარსას” რიგებში სულ რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მათ შორის იყო რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. მიუხედავად თავისი ამპლუისა, ალვესმა პირველ კატალონიურ სეზონში, 54 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

გარდა საკლუბო ფეხბურთისა, ალვესი წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებშიც. მან ბრაზილიის პირველ გუნდთან ერთად 2007 წელს კოპა ამერიკის, 2009 წელს კი კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა.



თვისებები

მიუხედავად იმისა, რომ ალვესი სიმაღლეში სულ რაღაც 173 სანტიმეტრია და 64 კილოს იწონის, იგი ფიზიკურად მაინც ძალზე ძლიერია. იგი დაუღალავად დარბის თავის ფლანგზე და ხშირად ერთვება შეტევებში ისე, რომ არც უპირველეს მოვალეობას ივიწყებს. ბრაზილიელი მცველი კარგად ფლობს ორივე ფეხს, არის სტანდარტული მდგომარეობების კარგი შემსრულებელი და ხშირად ახორციელებს მეტოქის საჯარიმოში ბურთის სახიფათო ჩაწოდებებს.



მიღწევები

გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი – 2008/09, 2009/10, 2010/11

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2009/10, 2010-11, 2011-12

ჩემპიონთა ლიგა – 2008/09, 2010/11

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10, 2011/12



სევილია

ესპანეთის თასი – 2006/07

ესპანეთის სუპერთასი – 2007/08

უეფას თასი – 2006/07, 2007/08

ევროპის სუპერთასი – 2006/07



სპორტ კლუბ ბაია

ბაიას ჩემპიონატი – 2001

ნორთესტის თასი – 2001, 2002



ბრაზილიის ნაკრები

კონფედერაციის თასი – 2009

კოპა ამერიკა – 2007

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატი – 2003



ინდივიდუალური მიღწევები

უეფას თასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005/06

ევროპის სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი – 2006



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018