Image

ანტონიო ვალენსია

ფეხბურთელების მონაცემები 08-მარ, 09:599 STEVEN 1748


[i]ნტონიო ვალენსიამ კარიერა დაიწყო კლუბ "ელ ნასიონალში." 2005 წელს გადავიდა ესპანურ "ვილიარეალში", მაგრამ თითქმის მთელი 2005/06 სეზონი არენდით კლუბ "რეკრეატივოში" გაატარა. შემდეგი სეზონის დასაწყისში არენდის მიხედვით ერთი სეზონი გადავიდა ინგლისურ კლუბ "უიგანში".მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 19 აგვისტოს "ნიუკასლის" წინააღდეგ, ეს თამაში "უიგანმა" 2-1 წააგო. ინგლისურ კლუბში პირველი გოლი გაიტანა 2006 წლის 21 ოქტომბერს "მანჩესტერ სიტის" კარში." "უიგანმა" არენდა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. 2008 წლის 18 იანვარს ანტონიო ვალენსია ოფიციალურად გადავიდა "უიგანში" და კლუბთან სამ წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანჩესტერ იუნაიტედი
2009 წლის 30 ივნისს ვალენსიამ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან. "ტრანსფერის ღირებულება უცნობია, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის შეადგენდა 16 მილიონს.

სანაკრებო კარიერა
ვალენსიას დებიუტი ნაკრებში შედგა 2005 წლის 27 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პარაგვაის წინააღმდეგ. ეს თამაში ეკვადორმა 5-2 მოიგო, ვალენსიამ დუბლი შეასრულა. მან მონაწილეობა მიიღო მსhttp://esport.ge/engine/skins/bbcodes/images/l.gifოფლიო ჩემპიონატში, 2006 წელს. მისი შედეგების მიხედვით, ის ნომინირებული იყო "მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებში". ის ასევე ნომინირებული იყო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, მაგრამ ეს პრიზი საბოლოოდ ლუკაშ პოდოლსკიმ მიიღო.
ნაკრებში 2002 წლიდან ითამაშა 43 თამაში და გაიტანა 6 გოლი.

პირადი მონაცემები
სრული სახელი ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა
დაბ. თარიღი 4.8.1985
დაბ. ადგილი ლაგო-აგრიო, ეკვადორი,
სიმაღლე 181 სმ.
პოზიცია ნახევარმცველი
ეროვ. ნაკრები ეკვადორი 43 (6)
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი
ნომერი 25
კარიერა
კლუბები 2003-2005 "ელ ნასიონალი" - 84 (20) 2005-2008 "ვილიარეალი" - 2 (0) 2005-2006 "რეკრეატივო" - 14 (1)
2006-2008 "უიგანი" - 36 (1)
2008-2009 "უიგანი" - 47 (6)
2009 - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 36 (5)
[/i]


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა