ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ფეხბურთელების მონაცემები 08-მარ, 10:159 STEVEN 4282 0





სრული სახელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1981
დაბ. ადგილი მალმიო, შვედეთი
სიმაღლე 195 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
ეროვ. ნაკრები შვედეთი 66(25)


ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიბადა შვედეთში, ქალაქ მალმიოში 1981 წლის 3 ოქტომბერს.

მისი მამა იყო ბოსნიელი, დედა კი ხორვატი. ”ახმახი” შვედი თავდამსხმელი ”ბარსელონას” თავისი კარიერის პიკზე შეუერთდა. დღესდღეობით იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია. იგი კარგად თამაშობს მეორე სართულზე, არის სწრაფი, შედეგიანი, ეფექტური. მისი სათამაშო სტილი თანაგუნდელებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევს.
მალმიო

საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა "მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო.
აიაქსი
ჰოლანდიაში გატარებული სამი წლის განმავლობაშიც მან ჰოლანდიის ჩემპიონატი სამჯერ, ასევე ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შემდეგ კი დადგა იტალიური ერის დრო. "აიაქსიდან” ზლატანი ტურინის "იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც მისი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იყო.
იუვენტუსი და ინტერი

ტურინულ კლუბში შვედი თავდამსხმელი ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში "იუვემ” ორჯერ მოახერხა იტალიის სერია A-ს მოგება, მაგრამ თამაშების ჩაწყობის გამო გუნდს ორივე ტიტული ჩამოერთვა და სერია B-ში იქნა გაგდებული. იბრაჰიმოვიჩმა მეორე დივიზიონში თამაშს კვლავ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა არჩია და მილანის "ინტერში” გადაბარგდა, სადაც ზედიზედ სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შვედი ფეხბურთელი თავდასხმის ლიდერი იყო როგორც მანჩინის, ასევე მაურინიოს მწვრთნელობის დროსაც.
ბარსელონა

იბრაჰიმოვიჩი ბარსელონაში ყოფნისას.

"ბარსელონაში” იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაცია 2009 წლის 27 ივლისს შედგა და მას 60,000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
მილანი [რედაქტირება]

ზლატანი მილანში.

2010 წლის 28 აგვისტოს ზლატანი "მილანში" გადავიდა ერთ წლიანი იჯარით, მაგრამ კონტრაქტის თანახმად მილანელებს სეზონის დასრულების შემდეგ შეუძლიათ შვედი ფორვარდის სრულად გამოსყიდვა 24 მილიონ ევროდ. მისი დებიუტი 11 სექტემბერს ჩეზენას წინააღმდეგ შედგა სადაც "მილანი" 2-0 დამარცხდა. იბრაჰიმოვიჩმა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ოსერის წინააღმდეგ გაიტანა ის მატჩი "მილანმა" 2-0 მოიგო ზლატანის დუბლის წყალობით.
ეროვნული ნაკრები
იბრაჰიმოვიჩი .

ზლატანი ასევე წამყვანი ფეხბურთელია შვედეთის ნაკრებშიც. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად იბრაჰიმოვიჩი სამჯერ, 2005, 2007 და 2008 წლებში იქნა არჩეული. მას ნაკრების მაისურით 66 თამაშში 25 გოლი აქვს გატანილი. ზლატანი ამჟამად შვედეთის ნაკრების კაპიტანი და გუნდის უდავო ლიდერია.


თვისებები

იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად ”იბრაკადაბრა” შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 195 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი. გასულ სეზონში მან „ინტერის“ შემადგენლობაში, იტალიის ჩემპიონატში 25 გოლის გატანა მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018