ფეხბურთელების მონაცემები
რობინ ვან პერსი

სახელი: რობინ ვან პერსი
დაბადების თარიღი: 6 აგვისტო, 1983 წელი
დაბადების ადგილი: ჰოლანდია
ამპლუა: თავდამსხმელი
ყოფილი გუნდი: ფეინოორდი
ნომერი: 10
გუნდში მოსვლის თარიღი: 17 მაისი, 2004 წელი
დებიუტი: 8 აგვისტო, 2004 წელი
პირველი გოლი: მანჩესტერ სიტისთან 27 ოქტომბერი 2004 წელი

ბიოგრაფია
როდესაც ვენგერმა რობინი გაიფორმა 2003/2004 წლების სეზონში მასზე თითქმის არავინ არაფერი არ იცოდა. ის ფრანგმა 3 მილიონად იყიდა და თვლიდა რომ დენის ბერგკამპის მემკვიდრე გახდებოდა ჰოლანდიელმა კი იმედები ბოლომდე გაუმართლა. რობინი ბურთს ფანტასტიურად ფლობს, აქვს ძალიან ძლიერი მარცენა ფეხი და მუდამ დაგეშილია მეტოქის კარებზე. ზუსტად ეს კომპონენტები ხდის ვან პერსის მსოფლიოში ერთ ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.
მას არავინ არ აჩქარებდა, პირველი თამაში არსენალის მაისურით პრემიერლიგაში მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გამართა და შედეგიც მალე მოვიდა.
რობინს ძალიან რთული ხასიათი აქვს. (ცნობისათვის ის რამოდენიმეჯერ ხულიგნობისთვის სკოლიდანაც კი გარიცხეს) თავიდან იგი ვერ თოკავდა თავის აღშფოთებას და ამის გამო „საუთჰემპტონთან" და „თუნთამ" მატჩში წითელი ბარათიც დაიმსახურა, მაგრამ არსენ ვენგერი ის კაცი არაა ასეთ სიტოაციებს გაურბოდეს. მან შეძლო ჰოლანდიელის გამოსწორება.

ფეინოორდი
რობინმა თავის კარიერა დაიწყო „ექსელსიორის" ჭაბუკთა გუნდში შემდეგ კი გადავიდა „ფეინოორდში" . ამის შემდეგ მან მიიღო მიწვევა ჰოლანდისს ახალგაზრდული გუნდიდან. 2002 წლის იანვარში ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი „ფეინოორდთან’’ 3 წლით. როდესაც გუნდში თავდამსხმელებმა მიიღეს ტრავმები, 18 წლის ასაკში რობინს მწვრთნელმა მისცა შანსი.
ერთი თვის შემდეგ უკვე უეფას თასზე „გლაზგო რეინჯერსს" ხვდებოდა ¼ ფინალში ფეინოორდს, ვან პერსი მოედანზე გამოჩნდა 57 წუთზე, ხოლო განმეორებით მატჩში უკვე სასტარტოში იყო და გადამწყვეტი გოლოს შეგდება მოახერხა. ის მატჩი 3-2 მოიგეს როტერდამელებმა.
პირველი ტიტულის მოგების გემო ვან პერსიმ უკვე იმავე წლის მაისში იგემა როდესაც „ფეინოორდმა" უეფას თასის ფინალში 3-2 მოახერხა დაემარცხებინა „დორტმუნდის ბორუსია" ხოლო თითონ ჰოლანდიელმა ცალკე ჯილდო მიიღო ჰოლანდიის პროფესიული ასოციაციისგან, როგორც ჰოლანდიის ჩემპიონატის 2001/02. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.
რობინი როტერდამში თამაშისაც ხშირად იღებდა ტრავმებს, 2002 წელს მას თითმის მთელი სეზონი გაუცდა ზურგის დაზიანების გამო. არსენალში გადმოსვლამდე ჰოლანდიელმა 2002/2003 წლების სეზონში „ფეინოორდის" შემადგენლობაში ჩაატარა 28 შეხვედრა და გაიტანა 10 გოლი.
მისი კონტრაქტი იწურებოდა 2005 წლის ზაფხულში და მიუხედავად იმისა რომ კლუბი ყველანაირად ცდილობდა მის შენარჩუნებას რობინმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ჰოლანდიურ კლუბს მოუწია მისი გაყიდვა.

არსენალი
„არსენალმა" პირველად რობინის ყიდვა 2004 წლის იანვარში სცადა, მაგრამ ჰოლანდიელებმა უარით გაისტუმრეს მეთოფეები. შემდეგ არსენალმა სევილიიდან ხოსე ანტონიო რეიესი იყიდა და ბევრმა იფიქრა რომ, არსენალი აღარ დაინტერესდებოდა ვან პერსით, მაგრამ როდესაც სეზონი დამთავრდა არსენალმა კვლავ მოინდომა რობინის გადაბირება და მოახერხა კიდევაც. იმჟამად თავდამსხმელის ხელში ჩაგდება ასევე „პსვ ეინდჰოვენს", „ბრემენის ვერდერს" და „სევილიასაც" უნდოდათ.
მისი ყიდვის შემდეგ ვენგერმა კომენტარი გააკეთა „ვან პერსის შეუძლია ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში, ასევე თავდამსხმელად. ის მაღალია, ძალიან ძლიერია და თავითად შესანიშნავად თამაშობს, ასევე კარგად ხმარობს მარცენა ფეხს, აკეთებს იდეალურ გადაცემებს და მოედნის კარგი ხედვაც აქვს."
მისი პირველი თამაში იყო ინგლისის სუპერ თასზე მანჩესტერის წინააღმდეგ, შემდეგ ცოტა ხანი ჩრდილში მოექცა. პრემიერლიგაში კი მისი დებიუტი შედგა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ რომელიც ლონდონელებმა 1-0 მოიგეს.
რობინი ნელ ნელა ადაპტაციას გადიოდა გუნდში და თავის ძალებში რწმუნდებოდა მაგრამ საუთჰემპტონთან გაძევების გამო ის პრესის პირველ ფურცლებზე მოხვდა, ამას დაემატა მისი დაპატიმრებაც სამშობლოში სადაც მას ცილს წამებდნენ გოგონას გაუპატიურებაში. რობინმა მთელი გამოძიების პერიოდი საკანში გაატარა და მას შემდეგ გაანთავისუფლეს რაც პროკურორმა ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობა.
ამის გამო მან გამოტოვა მოსამზადებელი პერიოდის დიდი ნაწილი და ყველას რო ეგონა მას გაუჭირდებოდა ფორმაში შესვლა, ის გამოვიდა მოედანზე და პირველივე მატჩში „ნიუკასლთან" გაიტანა გოლი. იმ სეზონში ყველა მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი ახალი კონტრაქტი გააფორმა მეთოფეებთან 2011 წლამდე.
ხშირად მას უწევდა შეცვლაზე შესვლა, მაგრამ მიუხედავად იმისა ის გულშემატკივრებს განცვიფრებულს ტოვებდა თავისი არაჩვეულებრივი თამაშით, მას შეეძლო გოლი გაეტანა არაფრისგან.
ახალგაზრდა ჰოლანდიელი სულ უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. 2006/2007 წლის სეზონში ის გახდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, არადა ის იმ სეზონში თებერვლიდან მაისამდე ლაზარეთში იწვა კოჭის დაზიანების გამო.

ნაკრები
თავისი პირველი გამოძახება რობინმა ნაკრებში მიიღო 2005 წლის 4 ივნისს რუმინეთთან. მიუხედავად იმისა რომ ჰოლანდიელმა „არსენალში" თავიდანვე ვერ მოიპოვა ადგილი სასტარტოში მსოფლიო ჩემპიონატზე მარკო ვან ბასტენმა მას გარანტირებული ადგილი მისცა თავდასხმაში. თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა კოტ’დიუარის ნაკრების წინააღმდეგ 23 წუთზე როდესაც შორიდან ცაციათი დაუბრახუნა „სპილოს ძვლის ნაპირელთა" მეკარე კოპას.
ევრო 2008 კვალიპიკაციაზეც ვან პერსიმ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა როდესაც 2-2 გოლი გაუტანა ლუქსემბურგს და ბელორუსიას. ასევე მან თავი გამოიჩინა ბელგიის და ალბანეთის ნაკრებებთან მატჩში.
თავისი ორიგინალურობით და ბურთის კარგად ფლობით მან დაიმსახურა შედარება თვით დენის ბერკამპთან და გახდა ინგლისის პრემიერლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავი.








კომენტარის დამატება