დევიდ ვილია

ფეხბურთელების მონაცემები 10-აპრ, 17:049 STEVEN 1366 0





სილაღლე: 1,75სმ.

წონა: 69კგ.

კარიერაში ჩატარებული შეხვედრები, საკლუბო დონეზე: 212.

კარიერაში გატანილი გოლები, საკლუბო დონეზე: 129.

კარიერაში ჩატარებული მატჩები, სანაკრებო დონეზე: 55.

კარიერაში გატანილი გოლები, სანაკრებო დონეზე: 36..





დავიდ ვილია სანჩესი, იგივე El Guaje(გოგრა, კვახი), ასტურიის ავტონომიურ კომუნაში, ქალაქ ლანგრეოში დაიბადა 1981 წლის 3 დეკემბერს. დავიდი ბავშვობიდან იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით, მამამისი კი, რომელიც მეშახტე იყო, უწონებდა შვილს არჩევანს და ცდილობდა მასთან ერთად ევარჯიშა. ვილას საფეხბურთო კარიერა შეიძლებოდა ადრეულ ბავშვობაშივე შემწყდარიყო, ვინაიდან მან 4 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მიიღო- თეძოს ძვალი მოიტეხა. ნახევარი წლის განმავლობაში ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. ვილია საკმაოდ ტანმორჩილი და გამხდარი ბავშვი იყო, რის გამოც მას ბავშვობაში ვიტამინების მიღება უხდებოდა, რათა ორგანიზმი გაეკაჟებინა. მაგრამ მაგრამ საუკეტესო მახასიათებლები-სისწრაფე და ენერგიულობა არ დაუკარგავს და დღემდე გამოჰყვა.

ბავშვობაში ასტურიელს ჰქონდა სურვილი, რომ საფეხბურთო კლუბ "რეალ ოვედიოს" საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, მაგრამ მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ამრიგად იგი "ლანგრეოს" საფეხბურთო სკოლაში მოხვდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი აქ დიდხანს არ დაჰყოფდა. მართლაც, 1999 წელს იგი ასტურიული ფეხბურთის გრანდმა- ხიხონის "სპორტინგმა" შეამჩნია, რომელსაც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაუზრდია: კინი, ანგულო, ლუის ენრიკე და ა.შ. იგი ჯერ დუბლებში ვარჯიშობდა, რომელიც მესამე დივიზიონში გამოდიოდა, ხოლო პირველ გუნდში 200-01 წ.წ. სეზონში დააწინაურეს. ამ დროისათვის "სპორტინგი" სეგუნდა დივიზიონში ირჯებოდა და ვილია მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. დავიდმა საკუთარ ანგარიშზე სადებიუტო სეზონში 18 გოლი მიითვალა. მეორე წელი უფრო წარმატებული გამოდგა პირადი თვალთაზრისით-გაიტანა 20 გოლი და მიიღო ესპანეთის ახალგაზრდული გუნდისგან მოწვევა. 2003 წელს კი პრიმერა დივიზიონში დაწინაურდა, გადავიდა რა "სარაგოსაში".

ვილიამ შტატიან პენალტისტობას უკვე "სპორტინგში" მიაღწია და იგივეს გაკეთება უხდებოდა არაგონიაშიც. ამრიგად ვილია დაეხმარა "სარაგოსას" სამეფო თასის მოგებაში, ფინალში მათი მეტოქე მადრიდის "რეალი" იყო, მათ კასტილიელები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს, ვილიამ კი 18 გოლის გატანა მოახერხა თავის სადებიუტო სეზონში, არაგონიაში. ასეთმა შედეგმა კი "სარაგოსას" მისცა უფლება, რომ გასულიყო უეფას თასის 2004-05 წ.წ. სეზონის გათამაშებაზე, რაც თავისმხრივ, კლუბს მოუტანდა დიდ შემოსავალს. 2005 წელს კი ვილია "ვალენსიაში" წავიდა.პირველსავე სეზონში ვილიამ გაიტანა 25 გოლი(37 თამაშში, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო სამუელ ეტო'ოს შემდეგ). აქამდე ამდენი გოლი "ვალენსიას" მხოლოდ ორ ფეხბურთელს ქონდა გატანილი, დავიდი კი ამ მაჩვენებლით მესამეა. 2007-08 წ.წ_ში დავიდი საუკეთესო ესპანელი თავდამსხმელი გახდა. 2008-09 წ.წ_სი კი მან 28 გოლი გაიტან და ჩამორჩა მხოლოდ დიეგო ფორლანს (32 გოლი), "ვალენსიას" პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც ედმუნდოს "მუნდომ" დაამყარა 1943-44 წ.წ-ში.

უახლოეს წარსულში- 19 მაისს 2010 წლისა, იგი 34 მილიონის სანაცვლოდ(პლუს 6 მილიონი ბონუსის სახით იმ შემთხვევაში, თუ კი "ბარსა" წარმატებას მიაღწევს სხვადასხვა ტურნირებზე) "ბარსელონაში" გადაბარგდა. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 4 წლიანია, ხოლო გასამრჯელოს ოდენობა არ ხმაურდება. რაც შეეხება ნომერს, იგი "ბარსელონაში" თავისი საყვარელი"7-იანით" იასპარეზებს, რომელიც ეიდურ გუდიონსენის მერე არავის უტარებია(თუ არ ჩავთვლით ჟეფრენს).

"ვალენსიადან" წასვლის წინ მან კომენტარი გააკეთა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: ”ეს ჩემს კარიერაში ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. დროა დაგემშვიდობოთ ხუთი დაუვიწყარი სეზონის შემდეგ. მე ვტოვებ გუნდს,რომელშიც უამრავი მეგობრი მყავს. ჩემი გული აქ რჩება! "ვალენსიაში" გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. ვთვლი, რომ ჩემი სახლი აქ არის, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ უდიდესი პატივია ატარებდე "ვალენსიას" მაისურს."

იმედია "ბარსელონაში" მისი მოსვლა უამრავ პოზიტიურ ენერგიას მოგვიტანს და არაერთხელ ვნახავთ მომენტს, როდესაც "გოგრა" ჩვეული მანერით აღნიშნავს გოლს...



მიღწევები

გუნდური

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი - 2010/11

ესპანეთის სუპერთასის მფლობელი - 2010/11, 2011-12

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - 2010/11

მსოფლიოს ჩემპიონატი - 2011/12



ვალენსია

ესპანეთის თასი - 2007/08



სარაგოსა

ესპანეთის თასი - 2003/04



ესპანეთის ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონი - 2010

ევროპის ჩემპიონი - 2008

კონფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 2009





ინდივიდუალური

ევრო 2008 წლის საუკეთესო ბომბარდირი: 4გოლი.

FIFA-ს 2008 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრების წევრი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018