პაპუნაშვილი:ჯგუფიდან გავალთ

ფეხბურთელების მონაცემები 08-მაი, 14:529 milboy 1175 0





სლოვენიაში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
"უპირველესად, ყველაფერი ჩვენს ხელშია - უნდა გავიდეთ და ისლანდიას მოვუგოთ. ისეთ განწყობაზე ვართ, თითქოს ახლა ვიწყებთ ტურნირს.
ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ისლანდია დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთ პატარა სასწაულს მოვახდენთ და ჯგუფიდან გავალთ".
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის გადამწყვეტი მატჩები 10 მაისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ისლანდიას კვლავ დომჟალეს სტადიონზე დაუპირისპირდება. ლუბლიანაში კი გერმანია და საფრანგეთი გაარკვევენ ურთიერთობას. ორივე მატჩი ერთსა და იმავე დროს - თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018