კაკას ზლატანში ცვლიან?

კაკას ზლატანში ცვლიან?

17-06-2012, 16:05

შესაძლოა,მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მადრიდის "რეალის" ნახევარცმველი კაკა, რომელმაც სამი წლის წინ "მილანი" 70 მილიონ ევროდ დატოვა, იტალიურ კლუბს დაუბრუნდეს.
corriere dello sport-ის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან მადრიდიდან აბარგების თაობაზე მოლაპარაკება წამოიწყო.
წყაროს ინფორმაციით,ესპანური გრანდი მოვლენათა ამგვარი განვითარების წინააღმდეგი არ არის, რადგან "რეალის" ხელმძღვანელობას სულაც არ აქვს იმის სურვილი,რომ
გუნდისთვის თითქმის უსარგებლო კაკას მომდევნო სამი წლის განმავლობაში კვლავ 11 მილიონი ევრო უხადოს.
არ არის გამორიცხული,რომ ერთგვარი ბარტერული გაცვლა განხორციელდეს: კაკა "მილანში", ზლატანი კი "რეალში". შეგახსენებთ,რომ "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შვედ ფორვარდს კარგად იცნობს, ისინი მილანის "ინტერში" თანადროულად მოღვაწეობდნენ.

# 52ავტორი: vano.t
რად გინდა?

მე წყაროდან არ გამიკეტებია ევრო სპორტზე იყო წერილობითში
# 433ავტორი: Alex_Song
წყარო ამ სტატიის
# 52ავტორი: vano.t
რა ლინკი? დავდო?
# 433ავტორი: Alex_Song
ამის ლინკი დადე ვანო
# 52ავტორი: vano.t
რას ფიქრობთ მოხდება ეს?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით