დღის ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ იუვენტუსი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს

ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ იუვენტუსი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს

ხვიჩა კვარაცხელიას ტურინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთი იტალიური გამოცემა წერს, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერის შეძენა იუვეს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო. თუკი იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, მაშინ ტურინელები კვარაცხელიას დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეიძენენ.

აღსანიშნავია, რომ იუვე მეორე სეზონია გუნდის გაახალგაზრდავებას ცდილობს და ამ ტიპის ტრანსფერი კლუბის განვითარების ლოგიკაში სრულად უნდა ჩაჯდეს. წინა ზაფხულს ტურინელებმა დაახლოებით იმავე სათამაშო სტილის მქონე ახალგაზრდა შემტევები, ფედერიკო კიეზა და დეიან კულუშევსკი შეიძინეს. ამ ზაფხულში ტურინი დიდი ალბათობით შეიძლება დატოვონ კრიშტიანო რონალდომ და პაულო დიბალამ, უცნობია ალვარო მორატას ბედიც და ამან შესაძლოა იუვეს წინა ხაზში ადგილები გაათავისუფლოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცნობის ავტორი გამოცემა, Italy24.news, ყველაზე ავტორიტეტულ და სანდო წყაროებში ნამდვილად არ შედის, თუმცა ისინი იუვესთან საკმაოდ დაახლოებულ გამოცემას - juventusnews24-ს ეყრდნობიან. ეს იტალიური გამოცემაა, მხოლოდ იუვენტუსზე წერს და კლუბის შესახებ ყოველთვის საკმაოდ ბევრი ცნობები აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა მოხდება იუვეს მენეჯმენტში უახლოესი თვეების განმავლობაში - მოსალოდნელია მწვრთნელის ცვლილება და არ არის გამორიცხული სპორტული დირექტორის და კლუბის პრეზიდენტის წასვლაც.





გაზიარება
მოინახულეს 2 633-ჯერ
კომენტარები
რეკლამა