აირჩიეთ გუნდი:

ფილიპო ინძაგი



საკლუბო კარიერა !

ფილიპო ინძაგი პიაჩენცაში დაიბადა. მისი ძმა სიმონეც ფეხბურთელია და ისიც სერია ა-ში თამაშობს. პიპომ საკლუბო კარიერა ადგილობრივ პიაჩენცაში 1991 წელს დაიწყო. თუმცა იმ წელს მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ გაანათხოვრეს სერია ც1 –ს კლუბ “ალბინოლეფეში”, სადაც 21 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და სკაუტების ყურადღებაც მიიპყრო.

1993 წელს ინძაგი უკვე სერია ბ-ს კლუბ ვერონაში გადავიდა სათამაშოდ. 36 მატჩში კვლავ 13 გოლი გაიტანა. თუმც,ა მალევე კვლავ პიაჩენცაში დაბრუნდა და 35 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

სულ მალე კონტრაქტი გააფორმა სერია ა-ს გუნდ პარმასთან, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1995 წელს შედგა. მონაწილეობა მიიღო 15 მატჩი თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგე გუნდისთვის გოლის გატანა.

მომდევნო სეზონში ინძაგი ბერგამოს ატალანტაში გადადის და სერია ა-ს ბომბარდირის ტიტულს იგებს. გატანილი 24 გოლი და ინძაგის განხვავებული სათამაშო სტილი სხვადასხვა გუნდის დაინეტრესების მიზეზი ხდება.

ატალანტა ბოლო გაჩერება არ ყოფილა - პიპომ კიდევ ერთხელ შეიცვალა გუნდი და ამჯერად ტურინის იუვენტუსში გადავიდა.


იუვენტუსი! “ბებერმა ქალბატონმა” ახალგაზრდა თავდამსხმელში 23 მილიონი ლირა გადაიხადა. ეს ის პერიოდია ტურინულ კლუბში ალესანდრო დელ პიერო და ზინედინ ზიდანი რომ ბრწყინავენ. საბოლოოდ ფილიპო ინძაგი შესანიშნავად მოერგო ამ დუეტს და მათ მიერ მიწოდებულ პასებს წარმატებით იყენებდა. სამეულის ჩინებული თამაში შედეგებზეც აისახა. 1997-1998 წლების სეზონში იუვენტუსმა სკუდეტო მოიგო, ბოლო მატჩში ბოლონიასთან პიპომ ჰეთთრიკი შესარულა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კირეალთან 0:1 დამარცხდა.

საერთო ჯამში ტურინში თამაშისას 122 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა, თუმცა, მალე კლუბში დავიდ ტრეზეგე გადავიდა, პიპო კი გარკვეულწილად მის ჩრდილში მოექცა. ამიტომ ისიც 2001 წელს მილანში გადაბარგდა.


მილანი: როგორც ტურინული პრესა იუწყებოდა, სილვიო ბერლუსკონის თავდამსხმელის შეძენა 31 მილიონი დაუჯდა. მილანში ასპარეზობა კი ინძაგისთვის წარუმატებლად დაიწყო. მან მუხლი დაიზიანა, რის გამოც 2001-2002 წლების ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუწია.

გუნდთან შეერთება და სრული ინტეგრირება მხოლოდ იანვარში შეძლო. არც ანდრეი შევჩენკოსთან შეთამაშება გასჭირვებია. ეს ორი თავდამსხმელი ერთმანეთს ავსებდა. პიპო არასდროს ყოფილა ძალიან ტექნიკური, თუმცა, ყველასგან გოლის ალღო გამოარჩევდა, მუდმივად მეტოქის საჯარიმოში იმყოფებოდა. ერთი რეკორდიც მოხსნა - მასზე მეტჯერ თამაშგარეში არავინ აღმოჩენილა. ამ ფაქტზე ბევრს იცინოდნენ, ალექს ფერგიუსონმა ისიც იხუმრა, ინძაგი ეტყობა თამაშგარეში დაიბადაო. ფაქტობრივად, არც ერთი მატჩი არ დაუსრულებია ისე, რომ მინიმუმ ერთხელ მაინც არ მოხვედრილიყო თამაშგარეში.

მილანში პიპოს გადასვლა კლუბის აღმავლობას დაემთხვა. იმ პერიოდში გუნდში მივიდნენ ალესანდრო ნესტა, კალაძე, ანდრეა პირლო და რაც მთავარია, მწვრთნელად დაინიშნა კარლო ანჩელოტი, რომელმაც გუნდს ახალი სული შთაბერა.

როსონერი ათამაშდა და ფილიპო ინძაგიმ მილანურ კლუბთან ერთად პირველი ტიტული უკვე 2002-2003 წლების სეზონში მოიგო. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავის ყოფილ კლუბს, იუვენტუსს, დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა. ევროპულ ტიტულს იმ წელს იტალიის თასიც მოყვა. მომდევნო სეზონში კი მილანი და მასთან ერთად ინძაგიც სკუდეტოს მფლობელი ხდება.

და ფილიპოც ყველამ გაიცნო, განსხვავებული სტილის ფორვარდი, რომლის სიძლიერე მოძრაობაშია. ფიზიკურდ სუსტია, ხშირად ეცემა, არც ლამაზი ფინტები აქვს, არც მისი დრიბლინგი ახსოვს ვინმეს, სულ თამაშგარეშია, ან ვითომ თამაშგარეშია და ბოლოს ისეთ გოლს გაგიტანს, რომ არ ელოდები. ამ მართლაც თამაშ-თამაშით და ვითომ შემთხვევითი გოლებით პიპო უეფას ტურნირების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩემპიონთა ლიგაში 2 ჰეთთრიკი მხოლოდ მან შეასრულა ჰამბურგთანდა კიევის დინამოსთან. კრუიფმა ისიც თქვა, თამაში არ იცის, უბრალოდ ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგასო.

2005 წელს ისევ მუხლი დაიზიანა, ამიტომ მხოლოდ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. იმ სეზონში ლიგის ფინალში ლივერპულთანაც ითამაშა. ისევე როგორც მის თანაგუნდელებს, პიპოსაც კოშმარად დაამახსოვრდა ის მატჩი.

სამაგიეროდ ტრიუმფალური გამოდგა 2007 წელი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაში დუბლი შეუსრულა ლივერპულს და რევანში აიღო 2 წლის წინანდელი მარცხისთვის.

“ბავშვობიდან ვოცნებობდი ფინალში 2 გოლის გატანაზე. ოცნება ავისრულე, ამიტომ ეს საღამო დაუვიწყარია და სულ ჩემთან დარჩება,” - განაცხადა მატჩის შემდეგ. უცნაურ ინძაგის უცნაური ოცნება ჰქონდა, მაინცადამაინც დუბლი უნდოდა ფინალში.

იმ წელს ევროპის სუპერ თასიც მოიგო. მილანის მიერ გატანილი სამი გოლიდან ერთი ინძაგის ეკუთვნოდა. 2007 წლის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბოკა ხუნიორსს 2 გოლი გაუტანა. ის მატჩი როსონერიმ 4:2 მოიგო.

2008 წლის ნოემბერში სუპერ პიპომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მილანში დარჩენა 2010 წლის ზაფხულამდე გადაწყვიტა. 2009 წლის გაზაფხულზე კი სიენასთან 4:1 მოგებულ თამაშში თავის კარიერაში ოფიციალური მე-900 გოლი გაიტანა. შემდეგ ტორინოს კარი სამჯერ აიღო და კიდევ ერთი რეკორდი დაამხო _ ბოლო 25 წლის განმავლობაში სერია ა-ში მასზე მეტჯერ ჰეთთრიკი არავის შეუსრულებია. პირველ ადგილზე ინძაგია (10), შემდეგ მოდიან ჯუზეპე სინორი (9), ერნან კრესპო (8), რობერტო ბაჯო, მარკო ვან ბასტენი, გაბრიელ ბატისტუტა და აბელ ბალბო (7). პიპომ ერთი ჰეთთრიკი ატალანტას შემადგენლობაში გაიტანა, 4 იუვენტუსის და 5 მილანის.

მომდევნო სეზონში ინძაგის ტრავმებთან ბრძოლა კიდევ ერთხელ მოუხდა. 2010-2011 წლებში სულ რამდენიმე კვირას ითამაშა. 10 ნოემბერს პალერმოსთან მატჩსიასა მძიმედ დაშავდა და მხოლოდ სეზონის ბოლოს, მაისში დაუბრუნდა მოედანს. მილანმა იტალიის ჩემპიონობა ორი ტურით ადრე მოიპოვა და ფილიპოც კიდევ ერთხელ დაეუფლა სკუდეტოს

სანაკრებო კარიერა:ფილიპო ინძაგი სკუადრა აძურას წინააღმდეგ პირველად 1997 წელს ბრაზილიის წინააღმდეგ გამოჩნდა. საერთო ჯამში ნაკრებში ჩატარებული 57 მატჩში 25 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში იყო მსოფლიოს 1998 და 2002 წლის ჩემპიონატებზე, ევროპის 2000 და 2004 წლის ტურნირზე. კორეა იაპონიაში და შემდეგ უკვე ევრო 2004-ის ჯგუფურ ეტაპებზე აძურას საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში ტრავმამ ხელი შეუშალა და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

2006 წელს მარჩელო ლიპიმ ფილიპო ინძაგი გერმანიაში წასაყვან ფეხბურთელებს შორის ჩაწერა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოედანზე ჩეხების წინააღმდეგ გამოჩნდა და პეტერ ჩეხს გოლიც გაუტანა. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ვეტერანი პიპო ლუკა ტონის, ალბერტო ჯილარდინოს, დელ პიეროსა და ტოტი ფონზე დაიჩრდილა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მის რეგალიებსაც შეემატა და მანაც ისევე იზეიმა, როგორც სხვებმა. მუნდიალის დასრულების შემდეგ ფილიპო ინძაგი ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ახლა 37 წლისაა და კარიერასაც მალე დაასრულებს. ფეხბურთის ისტორიაში კი დარჩება ფორვარდად, რომელსაც გოლის გატანის საოცარი ალღო და თამაშის განსხვავებული სტილი ჰქონდა. მან უკვე კარიერა დაასრულა და იგი ახლა მილანის U17 კლუბის მთავარი მწვრთნელია.

წყარო: wikipedia.org  

1

794

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: M_X_E_C_I  

ჩამონათვალში ბიოგრაფია ვერ ვიპოვე და თქვენ მიუწერეთ რა. ამის ბიოგრაფია იმიტო დავდე რო კარიერა დაასრულა უკვე ფეხბურთს მოცილდა და ალბად საჭიროა :) saitistvis
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.