აირჩიეთ გუნდი:

რონალდინიო:მესიმ ყველაფერი თავისით ისწავლა



მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ გამოცემა Four Four Two-ს ინტერვიუ მისცა.

- მართალია, რომ ფეხბურთის თამაში ძაღლთან თამაშის დროს ისწავლეთ?
-დიახ, ეს ასე იყო მეგობრებდთან დიდი დროს ვატარებდი, მაგრამ როდესაც ისინი იღლებოდნენ თამაშის სურვილი, კიდევ მქონდა დაა ამიტომ ვეთამაშებოდა ძაღლს.

-ყველამ ვიცით თუ როგორ თამაშობდით ფეხბურთს, მაგრამ მართლაიაა რომ, ერთ მატჩში 23 გოლი გაიტანე?
- კი. მაშინ 13-14 წლის ვიყავი. ეს სკოლის ტურნირზე მოხდა. იმ შეხვედრაში, ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სუსტი იყო.

-რატომ გინდოდა, რომ გამოსულიყიავი ფეხბურთელი? გიყვარდათ თუ უბრალოდ ძმის ხათრით გაჰყევით? მოგვინაებით იგი თქვენი აგენტი გახდა.
- ფეხბურთის თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. დავიბადე ოჯახში, სადაც მამაც და ძმაც ფეხბურთს თამაშობდნენ. ამიტომ, დაბადებიდან ამ სპორტს ვუყურებდი. მამის სიკვდილის შემდეგ ძალიან გვიჭირდა და ის მამის მაგივრობას მიწევდა. ამიტომ, არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ ის ჩემი აგენტია.

-კოპა ამერიკის 199 გათამაშებაზე, ყველაზე ახალგაზრდა იყავით გუნდში, რაა როლი ითამაშა ამან თქვენს კარირერაში,? მახსოვს მაშინ შესანიშნავი გოლი გაიტანეთ.
- ამ ტურნირმა საფეხბურთო სამყაროსკენ გზა გამიხსნა. ის თამაში მახსოვს. გოლის დროს მეტოქეს ბურთ თავზე გადაგუდე და შემდეგ მეკარესთან ახლო კუთხეში დავარტყი.

-რას გრძნობდით მაშინ, როდესაც "გრემიო" თქვენს ტრანსფერს აჭიანურებდა "პსჟ"-ში, გეშინოდათ რომ ევროპაში ვერ წახვიდოდოთ სათამაშოდ?
-- ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ იმ დროს, მართლაც რთული სიტუაცია იყო. ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი. "გრემიომ" არ გამიშვა და სასამართლოში საქმე მომიგო. ადვოკატები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა და მაგრამ ამ ყველაფერი ნახევარ სეზონზე მეტი გასტანა,

- პარიზში გატარებულ დროს სიამოვნებით იხსენებ, თუ ეს მხოლოდ იყო ტრამპლინი დიდი კარიერისკენ?
-არა, მე აქ ყოფნის დროს გავიბრწიყინე, შესანიშნავი ფორმა მივიღე, და ამიტომ წამიყვანეს "მუნდიაზე" ბრაზილის ნაკრებში, "პსჟ" ჩემს კარიერაში ნამდვილად დიდი როლი ითამაშა.

- შენი ერთ-ერთი ვიდეო გახდა პირველი, რომელმაც Youtube-ზე მილიონ ნახვაზე მეტმა ადამინამა ნახაა. ყველას ანიტერესებდაა ნამდვილი იყო, ეს თუ მონტაჟი,ხარიხას მართლაც ზედიზედ რამდენჯერმე მოარტყი ბურთი ისე, რომ იგი მინდორს არცერთხელ შეხებია? და კიდევ - რომელი ფინტი გაყენებს ყველაზე დიდ სიამოვნებას მოწინააღმდეგის მოტყუების დროს?
-არავის ჯეროდა ამ ყველაფრის, ეგონათ რომ მართლაც მონტაჟი იყო, მაგრამ ეს არაა... რაც შეეხებაა ფინტებს ეს არის ჩემთვის უსაყვარლსი ფინტი Elastico - ბურთი ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე მხარეს წაღება ისე, რომ იგი ფეხიდან არ მოიცილო.

- რა ხდებოდა შენს თავში მაშინ, როდესაც ასრულებდი დაუჯერებელ ჯარიმას მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე? საიდან მიხვდით, რომ მეკარე გამოსული იქნებოდა გარეეთ? თქვენ ხომ ცოცოხალი ედელი გიშლიდათ ხელსს?
-მაშინ, კაფუმ მითხრა მეტოქიც მეკარე ხშრად ტოვებდა კარს, ამაზე თამაშის დაწყებამდე ვფიქრობდი, დაა როდესაც დავარტყი გამიმართლა. რადგან მე სხვა მიმართლებით დავარტყი მაგრამ ბურთი ოტა ძლიერად წავიდა და, მეკარეს თავზე გადაფრინდა.

- რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის - ბრაზილიასთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, თუ "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება?
-ორივე დიდი წარმატებაა ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ჩემპიონთა ლიგაა, ხოლო საერთაშორისო არენაზე - მსოფლიოს ჩემპიონატი. ვფიქრობ, სწორედ ეს 2 ტიტული იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი.

-თქვენი რეაქცია როდესაც "პსჟ" მწვრთნელმა, შეშლილი გიწოდათ?
-ამისთვის ყურადღებას არ მიმიქცევია. მან ჩემს კარიერაში დიდი წვრილი შეიტანა, მაგრამ ჩვენი აზრები ერთმანეთშ არ ემთხვეოდა.

- შენ უყურებდი ლიონელ მესის, როდესაც იგი "ბარსელონაში" კარიერას იწყებდა. შენ ასწავლე მას ის ყველაფერი, რასაც იგი დღეს აჩვენებს? იყო იმის წინათგრძნობა, რომ ის ასეთი ძლიერი ფეხბურთელი გამოვიდოდა?
- ის დაბადებიდან ნიჭიერი იყო და ამ ნიჭს დროთა განმავლობაში ავითარებდა. როდესაც ის "ბარსელონაში" მოხვდა, უკვე შემდგარი ფეხბურთელი, პროფესიონალი იყო. მისი წარმატებები ძალიან მახარებს. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ მესის გვერდით ვიყავი, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამდა. ძალიან კარგია, რომ პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი მან ჩემი გადაცემით გაიტანა. მე მისთვის არაფერი მისწავლებია. იმ დროს, ლეო უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო. "ბარსელონაში" გადასვლის დღიდან მესმოდა, რომ ამ გუნდში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხებოდა. როდესაც მან ჩვენთან ერთად ვარჯიში დაიწყო, ეს ინფორმაცია დადასტურდა.

-მახსოვს 2005 წელს "ელ კლასიკოში" შესანიშნავი გოლი გაიტანეთ და ამის შემდეგ მადრიდელმა ტიფოზება, ფეხზე ამდგრებმა ტაში დაგიკრეს. რაას გრძნობდით მაშინ?
- ეს შესანიშნავი განცდა იყო. გოლის გატანის შემდეგ, ემოციები მქონდა მოზღვავებული და ვერ შევამჩნიე, რომ "რეალის" გულშემატკივრები ტაშს მიკრავდნენ. ეს მხოლოდ თამაშის შემდეგ დავაფიქსირე, როდესაც ჩანაწერს ვუყურებდი.

- რა მოხდა შენსა და ეტო'ოს შორის "ბარსელონაში" ყოფნის დროს? ის ამბობდა, რომ შენ 50-დან მხოლოდ 9-10 ვარჯიშს ესწრებოდით. ეს სიმართლეა?
- არა, ეს ყველაფერი სიცრუეა,(იცინის) ყოველთვის მიყვარდა ვარჯიში და არასოდეს, მქონია ამაზ პრობლემა.

- რამ შეგიშალა ხელი 2005 წელს "ბარსელონასთან" ათწლიანი კონტრაქტის გაფორმებაში?
- "ბარსელონაში" 5 წლის გატარების შემდეგ, რაღაც ახალი მინდოდა. საკუთარი ძალების იტალიურ ფეხბურთში მოსინჯვა მსურდა. ჩემი სურვილი "მილანში" თამაში იყო. ჩემთვის, "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.



- "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, რატომ აირჩიე "მილანი"?
- იმიტომ, რომ "როსონერის" სტრუქტურა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მე ეს მინდოდა, იტალიური ფეხბურთი მაინტერესებდა და სწორედ ამიტომ გავხდი "მილანის" ფეხბურთელი.

-გაბრაზდით როდესაც, მიხვედით გუნდში და 10 ნომერი დაკავეული დაგხვდაათ?
-ყოველთვის მიყვარდა, 10 ნომერი მაგრამ ეს "მილნაში" ზეედორფს ქონდა დაკავებული, 80 ნომერი იმიტომ ავიღე რომ 1980 წელს ვარ დაბადებული და ვფიქრობი წარამტებას მომიტანდა.

- შეგიძლია დაასახელო "მილანში" ან სხვა გუნდში შენი პარტნიორები, რომლებიც Elastico-ს გამეორებას ცდილობდნენ და ამ დროს ძირს ეცემოდნენ?
- დაცემა არ მახსოვს, მაგრამ მცდელობა ნამდვილად იყო და ამისგან არაფერი გამოდიოდა. სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ფინტი - მას თითქმის არავინ ელის და ცოტა თუ ვინმე აკეთებს. თამაშის დროს, სისწრაფეში, ამ ფინტის გაკეთება ძალიან ძნელია.

- 2009-10 წლების სეზონში, შენ "მილანის" წამყვანი ფეხბურთელი იყავი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლეონარდოს მწვრთნელობის დროს, ჩვეულ კონდიციებს დაიბრუნებდი. გაგაბრაზა იმ ფაქტმა, რომ მასიმილიანო ალეგრი ისე არ გენდობოდა, როგორც მისი წინამორბედი?
- ფეხბურთელს ყოველთვის მოედანზე გასვლა უნდა, ის კი ხშირად სათადარიგოთა სკამზე მტოვებდა, რაც მაღიზიანებდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვერ ვღებულობდი იმ შანსს, რომელიც მსურდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბრაზილიაში დაბრუნება და "ფლამენგოში" თამაში. ფეხბურთელი იმისთვის ვარჯიშობს, რომ ითამაშოს და არა იმიტომ, რომ სკამზე იჯდეს.

- როგორი ურთიერთობა გაქვს დუნგასთან? რა იგრძენი, როდესაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მიღმა დარჩი?
- იმედი მქონდა, რომ მოვხდებოდი "მუნდიაზე" მაგრამ, სამწუხაროდ, იმედ გაცრუებლუი დავრჩი, დუნგას კარგად ვიცნობდი და გამარკვირმა, მისმა ასეთმა გადაწყვეტილებამ.


- 2011 წელს, "ბლექბერნში" შენი გადასვლა მართლა რეალური იყო?
- იმ დროს, ჩემი ძმა არაერთ ინგლისურ გუნდს ეკონტაქტებოდა. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემი ძმისგან ვიცი, რომ ინგლისიდან დაინტერესება იყო. შეიძლეოდა ერთ დღესაც ინგლისის ჩემპიონატშც კი მეთამაშა.

- როგორ აღმოჩნდი "ფლამენგოში"? ყველას ეგონა, რომ "გრემიოში" დაბრუნდებოდი.
- "ფლამენგოში" იმიტომ გადავედი, რიო დე ჟანეიროში ცხოვრება მსურდა და "ფლამენგოს" სტატუსიც მნიშვნელოვანი იყო - ეს დიდი კლუბია.

- ყოველთვის იცოდი, რომ ბრაზილიაში დაბრუნდებოდი? არის იმის შანსი, რომ ევროპაში კვლავ ითამაშო?
- ბრაზილიაში დაბრუნება და ტიტულების აქ მოგება ყოველთვის მინდოდა, მე სამშობლო ძალიან პატრამ დავტოვე, რაც შეეხება ფეხბურთს, აქ სხვა სტილია, ევროპაში სხვა, ბრაზილიაში სწრაფი ფეხბურთია, ხოლო ევროპაში უფრო ყურადღება ფიზიურ მომზაებას ექცევა..

- ეთანხმები მოსაზრებას, რომ ამჟამად ბრაზილიის ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე ძლიერია? არის ის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ფეხბურთელები ევროპიდან ჩამოვიდნენ?
- ვფიქრობ, ასეა. დონემ აიწია, აქ არაერთი შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, ბრუნდებიან გამოცდილი შემსრულებლები, მაგალითად რონალდო, რობერტო კარლოსი, ადრიანო და მე. კლუბები ახლა უფრო მეტად ცდილობენ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები შეინარჩუნონ.


- არ გეჩვენება, რომ ბრაზილიაში ძალიან ადრე დაბრუნდი, შეგეძლოთ კიდევ ევროპაში თამაში? რას იტყვით კაკაზე როგორ უნდა მოიქცეს იგი?
-ევროპაში შესაძლოა, კიდევ დავბრუნდე (იცინის), აქ კარგად ვგრძნობ თავს მინდა მუნდიაზე ვითამაშო, კაკა ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთელია, იგი ყველაფერს სწორედ აკეთებს, ჯერ ადრეა მისი სამშობოლოში დაბრუნდება, იგი 30 წლის არის და წინ აქვს ყველაფერი.. რაომიდნე წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე ითამაშოს.

წყარო: rossoneri.ru  

6

975

{awards}

{awards-link}

#6

ავტორი: M_X_E_C_I  

iventusi_rati,
რატი აღარ არისო და აბა ვინ ხარ თქო

{awards}

{awards-link}

#5

ავტორი: iventusi_rati  

M_X_E_C_I,ვერ გავიგე

{awards}

{awards-link}

#4

ავტორი: M_X_E_C_I  

iventusi_rati,
რატის ვინ ხარ?

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: iventusi_rati  

ჩემი კომენტარი რატი აღარ არის.

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: M_X_E_C_I  

World-football.in,
გავიტვალისწინებთ.

დაკოპირბეული არაა ბრატ უბრალოდ თითქმის ერთი და იგივეა ნაწერი. კიდე გუებნები სახელი გადაირქვი ბანს დაგაებენ თქო.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: World football  

http://rossoneri.ge/index.php?newsid=152

აქედან არის სტატია დაკოპირებული fellow
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.