აირჩიეთ გუნდი:

დავიდ სილვას ბიოგრაფია



დავიდ ხიმენეს სილვა (დ. 8 იანვარი 1986 , კანარის კუნძულები) არის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ''მანჩესტერ სიტიში'' და ესპანეთის ნაკრებში.

სილვას შეუძლია თამაში ორივე ფრთაზე ან როგორ ტრადიციულ ნომერ 10, და, ზოგჯერ, როგორც დამხმარე თავდამსხმელს. მას ხშირად ადარებენ პაბლო აიმარს, მოთამაშე მან შეცვალა ვალენსიაში.

მისი პროფესიული დებიუტი შედგა 2004-05, სეგუნდა დივიზიონში ეიბარის შემადგენლობაში.

შემდეგ სეზონში იგი გადავიდა სელტაში, სადაც მან ითამაშა 34 მატჩი და ოთხი გოლი გაიტანა.

სილვა დაბრუნდა ვალენსიაში 2006 წელს ზაფხულში,ახალგაზრდა ასაკში (20 წლის).მან ძალზე კარგათ წარმოაჩინა თავი და სულ მალე ნაკრებში მიიღო მიწვევა(დებიუტი რუმინეთის წინააღმდეგ ჰქონდა 2006 წლის ნოემბერში).არავის დაავიწყდება მისი გატანილი გოლი ჩელსის კარში სადაც მან 37 მეტრიდან ულამაზესი გოლი შეაგდო. სულ მალე მან მიაღწია ნაკრებში უდიდესს წარმატებას და ევროპის ჩემპიონი გახდა,ხოლო ვალენსიას რიგებში სამეფო თასი მოიგო.

2008-09 წლების დასაწყისი (3თვე) მან გამოტოვა ქრონიკული ტრავმის გამო , სილვა დაბრუნდა დეკემბრის შუა რიცხვებში. 3 იანვარი 2009 წელს, მან გაიტანა ორი გოლი ატლეტიკოს წინააღმდეგ, ის კვლავ დაბრუნდა "ღამურების" ძირითადში 19 მატჩი ოთხი გოლი შეაგდო და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა გუნდს.

სილვას ასევე აქ ნათამაშები 17 წლამდე ნაკრებში 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სესკ ფაბრეგასთან ერთად და 3 გოლი გაიტანა,2005 წელს სილვამ 21 წლამდე ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა სადაც 4 გოლი გაიტანა.

კლუბური კარიერა

''მანჩესტერ სიტი''

2010 – 2011

2010 წლის 30 ივნისს ''სიტიმ'' შეთანხმებას მიაღწია დავიდ სილვასთან, ესპანელმა ფეხბურთელმა ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სილვას დებიუტი მანჩესტერულ კლუბში შედგა 2010 წლის 14 აგვისტოს სადაც ''სიტი'' ''ტოტენჰემს'' უპირისპირდებოდა. მან თავისი პირველი გოლი ''სიტის'' მაისურით შეაგდო 16 სექტემბერს ''რედ ბულსის'' წინააღმდეგ. 17 ოქტომბერს კი მან უკვე პრემიერ ლიგაშიც გაიტანა პირელი გოლი, ''ბლექპულის'' წინააღმდეგ.

2 მარტს სილვამ გოლი გაუტანა ''ასტონ ვილას'' FA Cup - ზე. სამი დღის შემდეგ კი მან ერთადერთი, გამარჯვების გოლი გაუტანა ''უიგანს''. სამ აპრილს მან ''სანდერლენდსაც'' შეუგდო.

2011 – 2012

2011 – 2012 წლების სეზონში სილვამ ძალიან კარგად დაიწყო თამაში. მან პირველივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა, მან ''სუონსის'' კარი დალაშქრა. სილვამ მომავალი კვირის მატჩშიც მოახერხა გოლის შეგდება, ამჯერად ესპანელის მსხვერპლი ''ბოლტონი'' აღმოჩნდა. დავიდ სილვა პერიოდულად უფრო და უფრო აუმჯობესებდა თავის თამაშს და იგი მსოფლიოს ერთ – ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

სილვამ პირველ მანჩესტერულ დერბიშიც მოახერხა გოლის გატანა. ხუთ ნოემბერს სილვამ შეუგდო ''ქპრს'' და გიატანა თავისი მეოთხე გოლი პრემიერ ლიგაში, ხოლო მეხუთე გოლი მან გაუტანა ''არსენალს'' 18 დეკემბერს.

ტიტულები:


* ესპანეთის თასი: 2007-08

სანაკრებო

* უეფა U-17 ჩემპიონატი: Runner-up 2003
* * * FIFA U-17 World Championship: Runner-up 2003
* უეფას ევროპის Under-19 Football Championship: 2004
* უეფას ევროპის ჩემპიონატი: 2008
* ფიფას კონფედერაციის თასი: მესამე ადგილი 2009

წყარო: wikipedia.org  

0

820
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.