მარსელოს მოულოდნელი კომენტარი ეპიზოდზე, როდესაც მას ბურთი ხელში მოხვდა

ჩემპიონთა ლიგა 02-მაი, 11:219 Sportnews 5923 0






მარსელოს მოულოდნელი კომენტარი ეპიზოდზე, როდესაც მას ბურთი ხელში მოხვდა


მას შემდეგ რაც პირველ მატჩში "რეალმა" სტუმრად "ბაიერნი" 2-1 დაამარცხა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2-2 დასრულებული შეხვედრის რეზულტატმა "სამეფო გუნდი" ზედიზედ მესამედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, ერთ-ერთ ეპიზოდში "რეალის" ფეხბურთელს, კერძოდ მარსელოს ბურთი ხელზე მოხვდა, რაზეც ჩაკირმა რეაგირება არ მოახდინა და მასპინძლების კარში პენალტი არ დანიშნა.

შეხვედრის შემდეგ ამ ეპიზოდზე კომენტარი თავად მარსელომ გააკეთა და ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.

"ბურთი მართლაც მომხვდა ხელში, ვფიქრობ იყო თუ არა პენალტი ? რახან ვიძახი, რომ ხელში მომხვდა ბურთი, შესაბამისად ვფიქრობ, რომ პენალტი იყო"-აცხადებს ბრაზილიელი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018