Image

ვინ არის ფინალის ფავორიტი ? - ბუქმეიქერების კოეფიციენტები

ჩემპიონთა ლიგა 03-მაი, 15:459 Sportnews 4227


ვინ არის ფინალის ფავორიტი ? - ბუქმეიქერების კოეფიციენტები


26 მაისს კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან, მადრიდულმა გუნდმა ნახევარფინალში "ბაიერნს" აჯობა, "ლივერპულმა" კი "რომას.

ბოლო 4 წელში "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა 3 ჯერ მოიგო და აქვს უნიკალური შანსი, რომ კიდვ ერთხელ გადაწეროს ისტორია და აღნიშნული ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. "ლივერპულმა" მთავარი საკლუბო ევროტურნირი კი ბოლოს 2005 წელს მოიგო, მოიგო თანაც როგორ საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ქამ ბექი" შემოგვთავაზა, ინგლისური გუნდი "მილანთან" 3-0 აგებდა, სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფრქვა შეძლო და მეტოქეს პენალტების სერიაში აჯობა.

ბოლო დროინდელი ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე კიევში გასამართი ფინალის ფავორიტად ბუქმეიქერები "რეალს" მიიჩნევენ , "სამეფო გუნდის" ძირითად დროში გამარჯვებას 2.25 აქვს კოეფიციენტი , თასის აღებას კი 1.70 , "ლივერპულის" ძირითად დროში გამარჯვება 2.95 ფასობს , თასის აღება კი 2.20.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]