ეგვიპტელი ადვოკატი სერხიო რამოსს, სალაჰის ინციდენტის გამო უჩივის

ჩემპიონთა ლიგა 28-მაი, 22:019 Sportsman 11505 0





ეგვიპტელი ადვოკატი სერხიო რამოსს, სალაჰის ინციდენტის გამო უჩივის

"ლივერპულის" ეგვიპტელი ფორვარდის, მოჰამედ სალაჰის გამო, მისი თანამემამულე ადვოკატი სერხიო რამოსს უჩივის და მისგან 1 მილიარდი ევროს ოდენობით ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მოჰამედ სალაჰი "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 26 მაისს დაზიანდა. კერძოდ კი, მას მხარის ტრავმა აქვს, რომელიც ზოგიერთი გულშემატკივარის აზრით რამოსმა მას სპეციალურად მიაყენა. სწორედ ამიტომ, ეგვიპტელი ადვოკატი ბასემ ვაჰბა "ფიფაში" ოფიციალური სარჩელის შეტანას აპირებს, რომლის გამოძიებას და ზარალის ანაზრაურებას მოითხოვს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვაჰბა ზარალის ოდენობად 1 მილიარდ ევროს ასახელებს, რაც სარჩელის მოგების შემთხვევაშიც არავითარ შემთხვევაში არ გადაიხდება, რადგან რამოსი ამ ოდენობის თანხას არ ფლობს. მეტიც, ფიფა ვერანაირ სანქციას ვერ დააკისრებს ფეხბურთელს თანხასთან დაკავშირებით.

" რამოსმა გამიზნულად დააზიანა მო სალაჰი, რისთვისაც ის უნდა დაისაჯოს და მას "ფიფაში" ვუჩივი "

" მე მას მილიარდ ევროს ვთხოვ, რომელიც მან ეგვიპტელ ხახლს უნდა გადაუხადოს, ასეთი საქციელის გამო. "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018