ძიუდოს მსოფლიოს ფედერაციამ სერხიო რამოსი გააკრიტიკა: " ასეთ ილეთი სპორტის ჩვენს სახეობაშიც კი აკრძალულია "

ჩემპიონთა ლიგა 29-მაი, 19:469 Sportsman 2651 0





ევროპული ძიუდოს ფედერაციის პოსტი "ტვიტერში"

ესპანელი მცველი სერხიო რამოსი კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამჯერად რამოსს ძიუდოს მსოფლიოს ფედერაცია აკრიტიკებს კერძოდ კი, ფედერაციამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მომხდარ ფაქტს შეეხო.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, "რეალმა" ზედიზედ მესამედ, ჯამში მეცამეტედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.

ძიუდოს ევროპულმა ფედერაციამ სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა :

" Waki-gatame საშიში ილეთია, რის გამოც ის ძიუდოში დაშვებული არ არის. რას ფიქრობთ გუშინდელ მოქმედებაზე? " ეს ტექსტი ძიუდოს ევროპულმა ფედერაციამ დაადო ფოტოს, რომელზეც შემდეგი რამ წერია :

" ხელის ბლოკირება ძიუდოში მიუღებელია "

" მაგრამ ფეხბურთში საკმარისია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. "



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018