გვარდიოლამ სამიზნეში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ამოიღო

გვარდიოლამ სამიზნეში

12-11-2017, 21:36

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ ხუან მატას კონტრაქტი, გუნდთან სეზონის ბოლომდე აკავშირებს, რაც იმის მომანიშნებელია, რომ მატა სავარაუდოთ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
ბრიტანული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ მატათი მანჩესტერ სიტი ინტერესდება. მეტიც, სიტის წარმომადგენლობა თითქმის დარწმუნებულია, რომ ხუან მატა მათ რიგებში ჩაირიცხება.
სპორტული გამომცემლობები ასევე წერენ, რომ ხუან მატას ტრანსფერში მისი თანამემამულე დავიდ სილვაცაა ჩართული, რომელსაც მატას ხილვა სიტიში სურს.

შეგახსენებთ, რომ ხუან მატა, წითელი ეშმაკების რიგებში 2014 წლიდან ირიცხება. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მანჩესტერ იუნაიტედში არც თუ ისე სახარბიელოა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით