ფერნანდო ტორესი შესაძლოა კვლავ "პრემიერ ლიგაში" დაბრუნდეს

ინგლისი / ტრანსფერები 20-მაი, 14:549 Sportsman 1210 0






ფერნანდო ტორესი შესაძლოა კვლავ "პრემიერ ლიგაში" დაბრუნდეს

ცნობილი ინგლისური გამომცემლობა talksport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფერნანდო ტორესი შესაძლოა კვლავ პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ნიუკასლში" ვიხილოთ.

მოგეხსენებათ, რაფა ბენიტესი, რომელიც ამჟამად "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელია ადრეულ წლებში "ლივერპულს" ხელმძღვანელობდა, რომლის მეთაურობის დროსაც გუნდმა ფერნანდო ტორესი შეიძინა და მასთან ერთად არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ტრანსფერის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი თავად რაფა ბენიტესმა გააკეთა, რომელიც შემდეგ რამეს აცხადებს :

" არ ვიცი, რა ხდება მის თავში, მაგრამ შეიძლება ის ამის შესახებ ფიქრობდეს "

" ტრანსფერი დაუჯერებელი არ არის, თუმცა არც ძალიან ადვილი "


რაფა ბენიტესის პარალელურად, კომენტარი ტორესსის აგენტმაც გააკეთა, რომლის თქმითაც ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არცერთ გუნდთან არ მიმდინარეობს.

" ჯერ-ჯერობით არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს "

" ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგანაც ორი "ამერიკა" და "ჩინეთია", თუმცა არა ევროპა. "

"ნიუკასლ იუნაიტედს" არასდროს გადაუხდია 16 მილიონ ფუნტზე მეტი ტრანსფერში, რაც ტრანსფერის "რეალურობას" ეჭვს საერთოდაც არ ძენს, რადგან ტორესი თავისუფალი აგენტია. ყველაზე დიდი თანხა "ნიუკასლს" მაიკლ ოუვენში აქვს გადახდილი, რომელიც მათ 2005 წელს "რეალის" რიგებიდან გადმოიყვანეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ტორესი ისეთ ცნობილ გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა "ჩელსი", "მილანი" და ბოლოს "ატლეტიკო". რაფა ბენიტესმა კომენტარის ბოლოს ისიც განაცხადა, რომ ტორესი, როგორც "ლივერპულში" ბრწყინავდა ასეთი სხვა გუნდში არასდროს ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკოს" რიგები დატოვა და სურვილის შემთხვევაში რომელიმე გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018