Image

ოფიციალურად "ლივერპულმა" მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი იყიდა!

ინგლისი / ტრანსფერები 29-მაი, 09:249 Sportsman 4579


















ფაბინიო

მერსესაიდულმა კლუბმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი ტრანსფერი განახორციელა. ინგლისელებმა "მონაკოს" ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი ფაბინიო გაიფორმეს. თუმცა ეს უკანსკნელი საკმაოდ უნივერსალურია და დაცვაშიც მშვენივრად ასპარეზობს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადეს ფაბინიოში "წითლებმა", თუმცა როგორც არაოფიციალური წყაროები იუწყებიან, მისი ტრანსფერი "ლივერპულს" დაახლოებით 50 მილიონი დაუჯდა.

ფაბინიო 2012-13 სეზონში მადრიდის "რეალის" მეორე გუნდის წევრი იყო, ბრაზილიელმა ძირითად გუნდთან ერთად ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც ითამაშა, 2013 წლიდან ფაბინიო უკვე "მონაკოში" ასპარეზობდა, მან 2 წელი იჯარის წესით გაატარა ფრანგულ გუნდში, შემდეგ კი "მონაკომ" ის მთლიანად გამოისყიდა. საფრანგეთში ბრაზილიელმა 105 მატჩის ჩატარება შეძლო და 22 გოლის გატანა მოახერხა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (234)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა