ბაქარი სანია, ტურეს გამოეხმაურა და პეპ გვარდიოლა დაიცვა

ინგლისი 12-ივნ, 12:359 Sportsman 129 0






ბაქარი სანია, ტურეს გამოეხმაურა და პეპ გვარდიოლა დაიცვა


"ბენევენტოს" ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში თამაშობდა, მის ყოფილ მწვრთნელს იცავს და აღნიშნავს, რომ პეპი მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის პატივისცემას გამოხატავდა.

" არავითარი პრობლემა რა მქონია პეპთან. როდესაც კარგად ვთამაშობდი, ძირითადშიც ვხვდებოდი, მაგრამ როდესაც არ ვიყავი ფორმაში არც ძირითადში ვხვდებოდი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ფეხბურთელის ცხოვრებაში. პირადად მე, არასდროს მიგვრძვნია განსხვავება მწვრთნელისგან, სხვა ფეხბურთელის მიმართ. არ ვიცი რა ხდება მათ შორის დღეს, მაგრამ პირადად მე მსგავსი პრობლემა არასდროს მქონია. ის ყოველთვის პატივისცემას იჩენდა, როგორც ჩემს მიმართ, ასევე ჩემი ოჯახის მიმართაც. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც მსურდა "

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა იაია ტურემ, პეპ გვარდიოლა რასიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "სიტის" ძირითად შემადგენლობაში ის ხშირად სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ხვდებოდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018