"არისტოკრატებმა" ახალი მენეჯერის თაოსნობით პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს

ინგლისი 11-აგვ, 20:199 Sportsman 81 0






არისტოკრატებმა "ჰადერსფილდს" მარტივად სძლიეს. "ჩელსის" პირველი მატჩი პრემიერ ლიგაში წარმატებით დასრულდა. რაც შეეხება სხვა მატჩებს, "ბორნმუთმა" "კარდიფს" 2 ბურთიანი სხვაობით მოუგო, ისევე როგორც "უოტფორდმა" "ბრაიტონს".

"ჩელსიმ" პირველი ოფიციალური გამარჯვება იზეიმა ახალი მწვრთნელის თაოსნობით. მატჩში პირველი გოლის გატანა კანტემ მოახერხა, რომელშიც დიდი როლი ვილიანს მიუძღვოდა. პირველი ტაიმის ბოლოს, "ჰადერსფილდის" წარმომადგენლები მარკოს ალონსოზე უხეში თამაშის გამო საკუთარ საჯარიმოში დაისაჯნენ და პენალტიც მიიღეს. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 2:0 იყო. შეხვედრის მესამე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. აზარის ბრწყინვალე გარბენის შემდეგ, მან ბურთი პედროს გადააწოდა, რომელმაც მეკარე და მცვლები უშანსოდ დატოვა.

მთელი მატჩის განმავლობაში, "ჩელსი" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ისინი აკონტროლებდნენ ბურთს და მეტოქეს საკმაოდ იშვიათად ქონდათ შეტევის განხორციელება, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს "ჰადერსფილდის" რამდენიმე მომენტი, რომელოც გოლით უნდა დაგვირგვინებულიყო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018