უფსკრულის ზღვარზე: 5 მიზეზი, რის გამოც მოურინიოს (ჯერჯერობით) მანჩესტერ იუნაიტედიდან არ გაუშვებენ.

ინგლისი 28-აგვ, 21:499 Sportsman 420 0



უფსკრულის ზღვარზე: 5 მიზეზი, რის გამოც მოურინიოს (ჯერჯერობით) მანჩესტერ იუნაიტედიდან არ გაუშვებენ.



ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში მარცხის შემდეგ (0:3 v "ტოტენმჰემი") პორტუგალიელი სპეციალისტის მიმართ უამრავი კრიტიკა გაისმა. კრიტიკის ავტორები როგორც გულშემატკივრები, ასევე ცნობილი ადამიანებიც არიან, რომელთაც მიმდინარე სეზონში მოურინიოს სათამაშო სტილი არ მოსწონთ.

უკმაყოფილო ქომაგის მოთხოვნა ერთია - "ოლდ ტრაფორდიდან" ჟოზე მოურინიო უნდა წავიდეს, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის. დღევანდელ სტატიაში გვსურს წარმოგიდგინოთ 5 მარტივი მიზეზი, რის გამოც მოურინიოს ჯერ-ჯერობით გუნდი დაკავებული პოსტიდან არ გაუშვებს.

1. ძალიან ადრეა

"ტოტენჰემთან" მარცხი მხოლოდ პრემიერ ლიგის მე-3 ტურში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 35 ტურია სათამაშო, სადაც შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. კერძოდ კი, შესაძლოა "წითელი ეშმაკები" ყოველგვარი პრობლემების გარეშე შევიდნენ ტოპ 4 გუნდში და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც კი ვიხილოთ.

თუ მათ ცხრილს გადავხედავთ ვნახავთ, რომ შემდეგი მატჩი მათ "ბარნლისთან" აქვთ, რომელშიც უდავო ფავორიტები სწორედ ისინი არიან. "ბარნლის" ეროპა ლიგაზე მატჩი აქვს ჩასატარებელი, სადაც 2 ბურთიანი ჰანდიკაპი ესაჭიროება.

4 ტურის შემდეგ, თუ "იუნაიტედს" 6 ქულა დაუგროვდა ეს სახარბიელო შედეგო მაინც არა, მაგრამ ცხრილში შემდეგი მატჩებია ჩანიშნული - v უოტფორდი (გასვლა), ვულვზი (საშინაო), ვესტ ჰემი და ნიუკასლი. ამ გუნდებთან მოგების შემთხვევაში გუნდს 18 ქულა უგროვდება, რაზეც ვთანხმდებით რომ ცუდი შედეგი ნამდვილად არ იქნება.

2. სულ მალე "ერთა ლიგა" იწყება.

ნაკრების მატჩები ხშირად ფეხბურთელებს გუნდში შექმნილი დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. რომელუ ლუკაკუ ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია, რომელსაც ამ სეზონში ნამდვილად არ უმართლებს. ექსპერტების აზრით, მისთვის სანაკრებო პაუზა საკმარისი იქნება ფორმის აღსადგენად და ყველა დაძაბულობის მოსახსნელად.

გარდა ამისა, პაუზის შემდეგ გუნდში დაბრუნებული ფეხბურთელები ყოველთვის მეტად მოტივირებულები არიან.

3. ალტერნატივის "არარსებობა"

დაახლოებით 2 კვირაა, რაც გამუდმებით იწერება ზინედინ ზიდანის შესაძლო გადაბარგებაზე "მანჩესტერ იუნაიტედში", რაც თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ მოხდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მწვრთნელების უმეტესობა გუნდში სეზონის დაწყებამდე ინიშნება, რათა სპეციალისტი კარგად გაეცნოს ფეხბურთელებს და მათგან გუნდი დააკომპლექტოს, რომელიც წარმატებას მიაღწევს.

მართალია ზიზუ საკუთარი საქმის პროფესიონალია, მაგრამ თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ დავინახავთ, რომ შუა სეზონში შეცვლილი მწვრთნელები წარმატებას თითქმის ვერ აღწევენ.

სპეციალისტების არარსებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მოურინიო კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება კლუბში. ანტონიო კონტე, ზინედინ ზიდანი და ლუის ენრიკე კანდიდატები იყვნენ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელობისა, თუმცა სამივე სპეციალისტი გარკვეული მიზეზების გამო გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

თუ საქმე ანტონიო კონტეზე მიდგება, მაშინ აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი გაწვრთნილი 'ჩელსი", რომელიც ძალიან გავს ჟოზეს ისტორიას. რაც შეეხება ზიდანს, მას "რეალის" შემდეგ რამდენიმე გუნდის გაწვრთნა შეეძლო, რაზეც უარი განაცხადა. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ნაკლები შანსია, რომ ფრანგ სპეციალისტს ენდნონ და დაწყებულ სეზონში გუნდი მას გადააბარონ.

ლუის ენრიკე კი ის სპეციალისტია, რომელიც "ესპანეთის" ნაკრებს უხელმძღვანელებს. ყველაფერს რომ თავიდ ავანებოთ, მას "ბარსას" შემდეგ დიდი პაუზა აქვს.

4. ვუდვორდის ახირება

ედ ვუდვორდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე პრეზიდენტია, რომელმაც გასულ ზაფხულს ჟოზე მოურინიოს თხოვნები არ აასრულა და გუნდის გაძლიერებაზე უარი თქვა. ერთადერთი ტრანსფერი, რომელიც ჟოზე მოურინიოს თხოვნით განხორციელდა ეს იყო ფრედის გადაბირება "შახტარიდან". როგორც ცნობილია, პორტუგალიელ სპეციალისტს ცენტრის გაძლიერება სურდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ მას უარი განუცხადა.

საბოლოოდ, გუნდში შექმნილი პრობლემების დიდი ნაწილი თავისუფლად შეიძლება ხელმძღვანელობას დაბრალდეს, რომელთაც მოურინიოს თხოვნები დააიგნორეს და ფულის დახარჯვისგან თავი შეიკავეს.

5. ფული, ფული. ფული..

როდესაც "ჩელსიში" მოურინიოს კრიზისი დაიწყო, გუნდის ხელმძღვანელობა მას მაინც არ ათავისუფლებდა. ყველას ეგონა, რომ ეს რომან აბრამოვიჩის ახირება იყო, თუმცა 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე, მოურინიომ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მას ამ დროის განმავლობაში 37 მილიონი უნდა აეღო. დიდხნიანი წარუმატებლობის შემდეგ, აბრამოვიჩმა როგორც იქნა გადაწყვიტა მოურინიოს გაშვება, რის გამოც მას დარჩენილი კონტრაქტის თანხა სრულად გადაუხადა.

ბევრისთვის უცნობია, თუმცა გეტყვით, რომ მოურინიო "იუნაიტედის" გაწვრთნისთვის სეზონში 12 მილიონ ფუნტს იღებს, რის გამოც მისი გათავისუფლებისგან კიდევ ერთხელ შეიკავებენ თავს. კონტრაქტი ამ შემთხვევაშიც ახალი განახლებულია, რის გამოც გუნდს დიდი თანხის გადახდა მოუწევს..



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018