ევრო-2012
ესპანელ ფეხბურთელებს 210 ტიტული აქვთ

საინტერესო მონაცემები შემოგვთავაზა ესპანურმა სპორტულმა გამომცემლობამ "მარკამ" , როგორც აღნიშნული გამოცემა გვატყობინებს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს მთლიანობაში 210 ტიტული აქვთ.

საშუალოდ ესპანეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელზე 9.13 ტიტული მოდის, რაც ნომერ პირვლეი მატჩვენებელია ევროპაზე, მეორე ადგილს იკავებს პორტუგალიის ნაკრები 151 ტიტულით, სათითაო ფეხბურთელზე 6.86 ტიტული. შემდეგ ადგილებს იკავებენ ჰოლანდიელები 126 ტიტულით და უკრაინელები 123.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონას" 7 ფეხბურთელს მარტო 123 ტიტული აქვს, თან ეს მაშინ, როდესაც ამ შვიდ ფეხბურთელში არ შედის კარლეს პუიოლი (21 ტიტულით) და დავიდ ვილია (12 ტიტულით).

ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელსაც ერთი ტიტულიც არ აქვს ალვარო ნეგრედო და ხორდი ალბა, რაც შეეხება ხავის და ინიესტას მათ სათითაოდ 23 ტიტული აქვთ, რაც ერთ ფეხბურთელზე ამ ევროპაზე ნომერ პირველი მაჩვენებელია.












კომენტარის დამატება