ევრო-2012
ინგლისს კეჰილიც გამოაკლდა

ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი გარი კეჰილი გამოაკლდა.

"ჩელსის" ფეხბურთელმა დაზიანება ბელგიასთან ამხანაგური შეხვედრის დროს მიიღო, როდესაც ის მეკარე ჯო ჰარტის შეეჯახა, მის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატზე "ლივერპულის" მცველი მარტინ კელი გაემგზავრება.

შეგახსნებთ, რომ კეჰილის გარდა ინგლისის ნაკრებს უკვე დააკლდა ფრენკ ლამპარდი და გარეტ ბერი.








კომენტარის დამატება