Image

ევრო 2012: პირველი დღე-A ჯგუფი

ევრო-2012 09-ივნ, 01:159 Sportnews 2596


2012 წლის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, უკვე გაიმართა A ჯგუფის პირველი ტურის ორი შეხვედრა, ევროპის ჩემპიონატი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაძაბულად და სანახაობრივად დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ A ჯგუფში: პოლონეთის, საბერძნეთის, რუსეთის და ჩეხეთის ნაკრებები თამაშობენ, პირველ ტურში ერთმანეთს პოლონეთი-საბერძნეთი და რუსეთი-ჩეხეთი ხვდებოდნენ.

პოლონეთი 1-1 საბერძნეთი


ევროპის ჩემპიონატი პოლონეთი-საბერძნეთის შეხვედრით გაიხსნა, შეხვედრა იმაზე დრამატული გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ორივე ნაკრებს სათითაო ფეხბურთელი გაუგდეს და ასევე შეხვედრაში გაფუჩებული თერთმეტმეტრიანიც ვიხილეთ.

შეხვედრის საწყისმა მონაკვეთმა მასპინძლების სასარგებლოდ ჩაიარა, პოლონეთის ნაკრებმა უკვე 17-ე წუთზე მოახერხა დაწინაურება, გოლი ლევანდოსკიმ გაიტანა, რომელიც მოგვიანებით შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის 44–ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწინა ბერძენ ფეხბურთელს პაპადოპულოს. პირველი ტაიმი პოლონელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმი აქტიურად უკვე საბერძნეთმა დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო და 51–ე წუთზე გოლის გატანა სალპიგიდინსმა მოახერხა. 66-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მოედნიდან გააძევეს შესნი და პოლონეთის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც გუნდის კაპიტანმა კარაგუნასმა ვერ შეძლო, მას მეკარემ აჯობა. ამის შემდეგ შეხვედრაში გოლი აღარ გასულა და სამართლიანი შედეგით 1-1 დასრულდა.



რუსეთი 4-1 ჩეხეთი


შეგვიძლია თამადად ვთქვათ, რომ A ჯგუფის მეორე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დამთავრდა, რუსეთის ასეთი დიდი სხვაობით გამარჯვებას არავინ ელოდა. რუსეთი ამ მოგებით ერთპიროვნულად გალიდერდა ჯგუფში.

რუსეთი უკვე 15-ე წუთზე დაწინაურდა, გოლი ძაგოევმა გაიტანა, 24-ე წუთზე ანგარიში უკვე 2-0 გახდა, ამჯერად გოლის ავტორი შიროკოვი გახდა. პირველი ტაიმი 2-0 დამთავრდა.

მეორე ტაიმში ჩეხეთმა სცადა შეხვედრაში გაბრძოლება და 51-ე წუთზე გოლიც გაიტანა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ 79-ე და 82-ე წუთებზე შესაბამისად ძაგოევმა და პავლიჩენკომ გოლები გაიტანეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა 4-1.



პირველი ტურის შემდეგ ცხრილი ასე გამოიყურება


ევრო 2012: პირველი დღე-A ჯგუფი


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Wertil^ 10 ივნისი 2012 22:14
ბრავო რუსებს..^^

omari92,
მე ვფიქრობ პოლონეთი უფრო იმსახურებდა ვიდრე საბერძნეთი.
omari92 10 ივნისი 2012 04:43
საბერძნეთს უნდა მოეგო რუსეთმა მაგრად ითამაშა 10 smile smile winked
Sportnews 9 ივნისი 2012 10:55
ესეთი სტატია, ყოველი დღის ბოლოს დაიდება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
iventusi 9 ივნისი 2012 10:09
რუსეთი რას უბერავს ნახეთ მაგათი დედაც.
Richie 9 ივნისი 2012 09:17
უძლიერესი თამაშები იყო ორივე, ისეთი როგორიც ხალხს უნდოდა. მარა გამორჩეული მაინც რუსეთი ჩეხეთი იყო )
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა