Preview: B ჯგუფი-მეორე დღე

Preview: B ჯგუფი-მეორე დღე

9-06-2012, 11:57

დღეს ევროპის ჩემპიონატის "სიკვდილის ჯგუფის" ანუ B ჯგუფის პირველი ტური გაიმართება, ერთმანეთს ჰოლანდია-დანია და გერმანია-პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

ჰოლანდია-დანია


დღის პირველი შეხვედრა ჰოლანდია-დანია იქნება, ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტი ჰოლანდიის ნაკრებია, გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა, ჰოლანდიის ნაკრები არამარტო ამ შეხვედრის, არამედ მთლიანი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია.

ჰოლანდიის ნაკრებისთვის დღეს მხოლოდ სამი ქულა იქნება მისაღები, დანიისთვის კი ქულაც ძალიან კარგი შედეგი იქნება, საინტერესოა რა სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია დანიის ნაკრებს.

საინტერესო ფაქტები


1.ბოლო შვიდი შეხვედრიდან ჰოლანდიის ნაკრებმა 3 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და ერთ შეხვედრაში დამარცხდა.
2.ბოლოს ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, ის შეხვედრა ჰოლანდიის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
3. ბოლო 10 მატჩში ჰოლანდიის ნაკრებმა 37 გოლი გაიტანა, რომლიდანაც 12 ჰუნტელაარის ანგარიშზეა.
4. დანიამ ბოლო 8 ოფიციალური შეხვედრიდან 6 მოიგო.
5. შესარჩევში დანიამ გაიტანა 15 გოლი, ეს არის ბოლოდან მეორე შედეგი , ბოლო ადგილზე კი 14 გოლით საბერძნეთია.

საყურებელი ლინკი


LinK


სავარაუდო შემადგენლობა


Preview: B ჯგუფი-მეორე დღე


გერმანია-პორტუგალია


პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა სწორედ დღეს შედგება, ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ შეხვედრაში ყველა ლამაზ და დაძაბულ ფეხბურთს ელის , ვნახოთ რამდენად გამართლდება მოლოდინი.

ექსპერტები ამ შეხვედრაში უპირატესობას გერმანიის ნაკრებს ანიჭებენ, სწორედ ბუნდესნაკრებია დღეს ფავორიტი, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ გუნდში და მათ დღეს შეუძლიათ სასურველი შედეგით დაამთავრონ შეხვედრა.

საინტერესო ფაქტები


1.გერმანიამ ბოლო 5 შეხვედრიდან 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო.
2.ბოლოს ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხეფინალში შეხვდნენ, ის შეხვედრა გერმანიამ 3–2 მოიგო.
3. ბოლო 5 შეხვედრიდან პორტუგალიის ნაკრებმა სამი შეხვედრა ფრედ 0–0 ითამაშა.
4.ეს გუნდები წარსულში სულ 16-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. აქედან 3 პორტუგალიამ მოიგო, 8 გერმანიამ, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
5. პორტუგალილიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ 7 გოლი გაიტანა შესარჩევ ეტაპზე, მას ნაკრებში 32 გოლი აქვს გატანილი, როგორც ფიგუს, რონალდუს წინ მხოლოდ ეუსებიო (41) და პაულეტა (47) არიან.

საყურებელი ლინკი


LinK


სავარაუდო შემადგენლობა


Preview: B ჯგუფი-მეორე დღე

# 872ავტორი: Richie
გერმანია და ჰოლანდია მოგებენ
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით