ევროპის ჩემპიონატი: მეორე დღე–B ჯგუფი

ევროპის ჩემპიონატი: მეორე დღე–B ჯგუფი

10-06-2012, 01:28

ევროპის ჩემპიონატის სანახაობა გრძელდება, დღეს პირველი დიდი სენსაცია გამოცხვა, დანიის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა, მეორე შეხვედრაში კი გერმანიამ 1–0 მოუგო პორტუგალიას.

ჰოლანდია 0–1 დანია


ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამოკვეთილი ფავორიტი იყო, ამ შეხვედრაში მისგან უმეტესობა გამარჯვებას ელოდა , მაგრამ დანიის ნაკრებმა ნამდვილად შემოგვთავაზა სიურპრიზი და მეტოქე 1–0 დაამარცხა. პირველი ტურის შემდეგ დანიის ნაკრებს 3 ქულა აქვს და გერმანიასთან ერთად ჯგუფს ლიდერობს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა, ჰოლანდიის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა კროჰ დეჰლიმ და სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი(კუიტი 87), ჰეიტინგა, ვლარი, ვილემსი, ვან ბომელი, ნ.დე იონგი (ვან დერ ვაარტი 71), სნეიდერი, რობენი, აფელაი (ჰუნტელაარი 71) და ვან პერსი.

სათადარიგოები: ვორმი, კრული, მატეისენი, ბაუმა, ბულახრუზი, სხაარსი, სტროოტმანი, ვან დერ ვაარტი, კუიტი, ჰუნტელაარი, ლ.დე იონგი, ნარსინგი.

დანია: ანდერსენი, კერი, აგერი, პოულსენი, ლ. იაკობენსი, კვისტი, ერიკსენი (შონე 74), ზიმლინგი, კრონ-დელი, რომედალი (მიკელსენი 84), ბენტნერი.

სათადარიგოები: ა. ლინდერო, შმეიხელი, ბიელანდი, ოკორო, ვასსი, კ.პულსენი, შენე, სილბერბაუერი, ი. პოულსენი, კალენბერგი, ნ.პედერსენი, მიკელსენი.



გერმანია 1–0 პორტუგალია


გერმანია–პორტუგალიის შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა, მაყურებელი უფრო მეტ სანხაობას ელოდა, მაგრამ შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო და ასე ვთქვათ სანხაობა იმსხვერპლა.

მთლიანი შეხვედრის განმავლობაში უნდა ითქვას, რომ გერმანიის ნაკრებს ჰქონდა უპირატესობა, შეხვედრის ერთადერთი გოლი 72–ე წუთზე თავური დარტყმით გომესმა გაიტანა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გერმანიის უპირატესობას, პორტუგალიის ნაკრებსაც საკმაოდ კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებმა ვერ შეძლო გოლის გატანა და დამარცხდა.

გერმანია: ნოიერი, ჰუმელსი, ბაშუბერი, ლამი, ბოატენგი, ხედირა, შვაინშტაიგერი, ოზილი (კროოსი 87), მიულერი (ბენდერი 90+4), პოდოლსკი, გომესი (კლოზე 80) .

პორტუგალია: რუი პატრისიო, ბრუნო ალვეში, პეპე, ფაბიო კოენტრაუ, პერეირა, მიგელ ველოზუ, მოუტინიუ, მეირელეში (ვალერა 80), ნანი, რონალდუ, პოშტიგა (ოლივეირა 70)

<<object id="embed_video_player" width="630" height="350">


პირველი ტურის შემდეგ ცხრილი ასე გამოიყურება


ევროპის ჩემპიონატი: მეორე დღე–B ჯგუფი

# 328ავტორი: Wertil^
რაულიტო,
რა დარწმუნებული ხარ რო ჰოლანდია-პორტუგალია გადაწყვეტს ყველაფერს? ვაი და დანია პორტუგალიასაც გაცდეს და გერმანიამ ჰოლანდიას შაუპამპალოოს? :D ჩემი აზრით გერმანია და პორტუგალია გავა :). პირველი მატჩი კარგად ჩაატარა პორტუმ. :) მაგრამ არამგონია ჰოლანდია-პორტუგალიამ გადაწყვიტოს რამე )
# 2783ავტორი: Sportnews
ციტატა: beqa_beqa
აუ ვინ წარმოიდგენდა დანიას მეორეზე???

ეს ჯერ პირველი ტურია, ჰოლანდია-პორტუგალია გადაწყვეტს ვინ გავა მეორეზე

--------------------

# 527ავტორი: beqa_beqa
აუ ვინ წარმოიდგენდა დანიას მეორეზე???
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით