ესპანეთი 1-1 იტალია(+ გოლები)

ესპანეთი 1-1 იტალია(+ გოლები)

10-06-2012, 22:29

ესპანეთისა და იტალიის ნაკრებმა მართლაც შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზეს, შეიძლება ითქვას ეს შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მოქმედმა ჩემპიონმა პირველი წუთებიდანვე აქტიურად დაიწყო თამაში, ესპანელები როგორც ყოველთვის ბურთის კონტროლით გამოირჩეოდნენ, იტალიის ნაკრები კი ცდილობდა დაცვაში, რაც შეიძლება ზუსტად ეთამაშად და კონტრ შეტევები განეხორციელებინათ.

დავიდ სილვამ პირველ ათ წუთში ორჯერ სცადა კარში დარტმა, მაგრამ უშედეგოდ, მალევე სახიფათო ჯარიმა დაინიშნა ესპანეთის კარში, რომელიც პირლომ დაარტყა, მაგრამ კასილასმა კარგად ითამაშა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე იტალიის ნაკრებს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, ტიაგო მოტას სახიფათოდ დაარტყა თავით, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე კვლავ კასილასი აღმოჩნდა.

50-ე წუთზე უკვე სესკ ფაბრეგასმა დაარტყა სახიფადოთ, მაგრამ ამჯერად ბუფინმა ითამაშა კარგად, ორიოდე წუთში უკვე ინიესტამ დაარტყა, მაგრმა მისი დარტყმული ბურთი კარს აცდა.

54-ე წუთზე სერხიო რამოსის შეცდომით ბალოტელი პირისპირ გავიდა, მაგრამ რამოსმა თავისევე შეცდომა გაამოასწორა და ბალოტელის დარტყმის საშუალება არ მისცა.

პრენდელმა ბალოტელის ანცვლად მოედანზე დი ნატელეს შემოყვანა გადაწყვიტა, რომელმაც პირველივე შეხებით შეიძლება ითქვას გოლი გაიტანა, 61-ე წუთზე ის პირლომ შესანიშნავი გადაცემით პირისპირ გაიყვანა და მანაც ანგარიში გახსნა.

ესპანეთის ნაკრებმა უკვე სამ წუთში შეძლო გოლის გატანა, შესანიშნავი კომბინაცია ფაბრეგასმა დაასრულდა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

შეცვლაზე შემოვიდა ფერნანდო ტორესი, რომელიც შეიძლება ითქვას, მატჩის იმედგაცრუებაა , მანდ 75-ე და 85-ე წუთზე ორი ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენე, ორივე შემთხვევაში ის პირისპირ იყო მეკარესთან. საბოოლოოდ შეხვედრა 1-1 დასრულდა.

# 133ავტორი: iventusi
აი იტალია და იტალიელები. მაგრები ხარტ წელს ევროპა თკვენია
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით