დნეპროპეტროვსკში აფეთქებას ევრო-2012-ს არ უკავშირებენ

დნეპროპეტროვსკში აფეთქებას ევრო-2012-ს არ უკავშირებენ

11-06-2012, 20:29

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, ტრავმაიში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც სათევზაოდ იყო და შინ მიდიოდა, ჩანთაში ტყვია-წამალი ედო და სიცხისგან აალდა. თუმცა, მეორე ვერსიაცაა – გაურკვეველმა პიროვნებებმა კვამლმდენი ყუმბარა შეაგდეს ტრავმაიში.
დნეპროპეტროვსკში აპრილში 4 აფეთქება მოხდა – მაშინ სანაგვე ყუთებში აგდებდნენ ასაფეთქბელ ნივთიერებებს და სულ 31 ადამიანი დაშავდა.
ამ დროს კი, უკრაინაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს და გარკვეული შიშიც წარმოქმნა ამ აფეთქებებმა – სპეციალურად მომზადებულ ტერაქტზე ლაპარაკობენ. მართალია, დნეპროპეტროვსკში თამაშები არ ტარდება, მაგრამ მაინც...
ქალაქის პოლიცია ირწმუნება, რომ ეს აფეთქებები ევროპის ჩემპიონატს არანაირად არ უკავშირდება.

# 1454ავტორი: admin
კიდევ ერთი აფეთქება თუ მოხდება ქვეყანაში მაშინ დარწმუნებული ვარ უკავშირდება ეს თუ არა ევრო 2012 ს მაინც მიიღებენ რაღაც ზომებს
# 34ავტორი: Mrkartvela
არ მესმის რატომ არ მოსწონთ რომ ქვეყანაშ ეურო2012 ტარდება (((
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით