Image

მარტენ სტეკელენბურგი: გერმანიასთან მატჩს ისევე დავიწყებთ, როგორც დანიასთან

ევრო-2012 13-ივნ, 19:469 Mrkartvela 1126


ჰოლანდიის ნაკრების გოლკიპერი მარტენ სტეკელენბურგი გერმანიასთან მატჩის წინ თავდაჯერებულია.
დანიასთან მარცხის შემდეგ თავს ძალიან ცუდად არ ვგრძნობთ, რადგან უფრო ძლიერები ვიყავით.

თუმცა, თუ საკუთარ შანსებს ვერ გამოიყენებ, მეტოქემ შესაძლოა დაგსაჯოს და თავისი ერთ-ორი მომენტი გოლად გფარდასახოს. არ გაგვიმართლა. მიმაჩნია, რომ დამარცხებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დავრჩით.

რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს ძალიან თავდაჯერებული ვარ. ეს გრძნობა 13 ივნისის ვარჯიშზე დამეუფლა. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ბრძოლის გასაგრძელებლად დადებითი შედეგის მიღწევა გვჭირდება.

ვფიქრობ, შეხვედრას ისევე დავიწყებთ, როგორც დანიასთან მატჩში. სახიფათო ისაა, რომ გერმანელებს მოთამაშეთა შესანიშნავი ნაკრები ჰყავთ, რომლებიც ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მწვავედ შეგვიტევენ. ამიტომ მსგავს კონტრშეტევებს მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს გერმანიის ნაკრების ერთერთი ძლიერი მხარეა", - განაცხადა სტეკელენბურგმა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mrkartvela 13 ივნისი 2012 19:47
მე აიაქსში უფრო მომწონდა ვიდრე რომაშია ჩემი აზრით დიდი შეცდომა დაუშვა რომაში გადასვლით ))
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა