პორტუგალიამ დანია დაამარცხა

ევრო-2012 13-ივნ, 22:159 Sportnews 1817 3






პორტუგალიასა და დანიას შორის თავის გატანილი გოლებით და დრამატულობით ვიტყოდი ევროპის ჩემპიონატზე ერთ–ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო.

პორტუგალიას მიზაინი მხოლოდ სამი ქულაა იყო და შეძლო პორტუგალიამ ამის მიხწევაც, გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსიც შეინარჩუნა. რაც შეეხება დანიის ნაკრებმა, მიუხედავად პირველ ტურში წარმატებისას, ამ წაგებით ჯგუფიდან გასვლის შანსი მკვეთრად შეიმცირა, რადგან მესამე ტურში გერმანიის ნაკრებთან უწევს დაპირისპირება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრა, მართლაც კარგი სანახავი მატჩი გამოდგა, პორტუგალიის ნაკრებმა შეხვედრის 24-ე წუთზე გახსნა, გოლი თავური დარტყმით პეპემ გაიტანა. 39-ე წუთზე უკვე პოსტიგამ 2 ბურთიანი გახადა უპირატესობა.

მაგრამ დანიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა მებრძოლი სული, მიუხედავად 2 ბურთიანი ჩამორჩენისას, გუნდმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. დანიის მხრიდან ორივეჯერ ნიკოლას ბენტნერი გამოირჩა, დანიელმა ფორვარდმა გოლები 41-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა.

პორტუგალიის ნაკრებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა, გუნდს მოგება აუცილებლად სჭირდებოდა, ამიტომ უფრო ხშირადაც უტევდა და საბოლოოდ 87-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ვარელამ გოლიც გაიტანა.

2 ტურის შემდეგ პორტუგალიასაც და დანიასაც 3-3 ქულა აქვს, ჯგუფის ლიდერად გერმანია რჩება ასევე 3 ქულით , ჰოლანდიას კი ჯერ-ჯერობით 0 ქულა აქვს. რამდენიმე წუთში დაიწყება გერმანიასა და ჰოლანდიის შეხვედრა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

koko 14-ივნ, 12:00

ჩემი აზრით ჯგუფიდან გერმანია და პორტუგალიაგავა 10

Mrkartvela 14-ივნ, 07:36

სგ პორტუუგ

Richie 13-ივნ, 23:35

ჰოლანდია წააგებს დღესაც ჯგუფიდან გავლენ დანია და გერმანია ნახეთ თუ არა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018