პეპე: რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა ტურნირზე

პეპე: რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა ტურნირზე

14-06-2012, 01:59

პეპემ დანიის კარებში პირველი გოლი გაიტანა, ის გამორჩეული იყო პორტუგალიის მხრიდან. გთავაზობთ პეპესთან ინტერვიუს.

-2008 წელს თქვენ თურქეთის კარშიც მოახერხეთ გოლის გატანა, დღეს კიდევ ერთხელ გაიტანეთ, რა არის თქვენი საიდუმლო?

-მე გამიმართლა, რომ თურქეთის წინააღმდეგ გავიტანე, იგივე განმეორდა დღესაც, მთავარი არაა მე გავიტან თუ არა, მთავარი გუნდის წარმატებაა

- თქვენ ძალიან ემოციურად აღნიშნეთ გოლი, ვის მიუძღვენით გატანილი ბურთი ?

დიახ ეს იყო გზავნილი ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან, მე მათ მივუძღვენი გოლი, რომელნიც ყოველთვის გვერდით მიდგანან, მე მათ გარეშე ამდენს ვერ მივახწევდი.

-თქვენ თამაშობდით ბენტნერის წინააღმდეგ , რას იტყვით მის შესახებ?

ბენტნერი-დიდი ბომბარდირია, რომელმაც შესანიშნავად იცის თავით თამაში , ის არის დანიის ნაკრების ძალიან მნიშვნელოვანი წევრი.

-რას იტყვით რონალდუს შესახებ?

რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამ ტურნირზე. ის ჩემი თანაგუნდელი და მეგობარია. ის გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას გუნდშიც და ნაკრებშიც. დღეს მან ვერ გაიტანა, მაგრამ აუცილებლად გაიტანა. ის ეხმარება პორტუგალიას გამარჯვებაში.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით