ბენტუ: ფრე უსამართლო შედეგი იქნებოდა

ბენტუ: ფრე უსამართლო შედეგი იქნებოდა

14-06-2012, 02:20

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელ პაულო ბენტუმ დანიასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, ბენტუმ განაცხადა, რომ ფრე უსამართლო შედეგი იქნებოდა.

–რა შეიცვლა პორტუგალიის ნაკრებში პირველი თამაშის შემდეგ? და დღეს კმაყოფილი ხართ შედეგით?

პირველ და მეორე თამაშს შორის იყო დიდი სხვაობა, ახლა ბევრად უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ და გამარჯვებაც შევძელით. თუმცა ჩვენ კიდევ არ ვართ სრულად მზად, ჩვენ კიდევ გვაქვს პრობლემები. დღეს შევძელით და მივახწიეთ სასურველ შედეგს, რაც მთავარია ჩვენ გავიმარჯვეთ და გუნდმა აჩვენა, რომ ერთიანია.

–ალბათ გუნდმა დაკარგა კონცენტრაცია, როდესაც ორ ბურთიანი სხვაობით იგებდა?

პირველ ნახევარში დანიამ ერთადერთი შანსი შესანიშნავად გამოიყენა. არა მგონია ჩვენ გვქონდა პრობლემა კონცენტრაციასთან დაკავშირებით , უბრალოდ დანიამ შეძლო 2 გოლი გატანა ჩვენ კარში, ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით და 2–2 ს შემდეგ გამაჯრვების გოლი მაინც გავიტანეთ, ვფიქრობ, ფრე უსამართლო შედეგი იქნებოდა.

–აშკარაა, რომ რონალდუ ფსიქოლოგიურად არა იყო მზად , მასზე დიდი ზეწოლაა, რაც უარყოფითად მოქმედებს ?

– არა, მე მასე არ ვფიქრობ, სხვა მოთამაშეებიც საკმაოდ ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. მან კარგად ითამაშა, თუმცა ორი ძალიან ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენე, ახლა მთავარია ოთხი დღის შემდეგ შეხვედრისთვის ვიფიქროთ, რომელშიც ყველა ჩვენგანმა მაქსიმუმი უნდა გაკეთოს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით