Image

ესპანეთი დამაჯერებელია, იტალია საფრთხის წინაშეა

ევრო-2012 15-ივნ, 01:219 Sportnews 2126


ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტური გაიმართა, მეორე ტურის შემდეგ ჯგუფში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და იტალიის ნაკრები საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე დადგა.

პირველ შევხედრაში ერთმანეთს იტალიისა და ხორვატიის ნაკრები ხვდებოდნენ, ამ შეხვედრის ფავორიტი იტალია იყო და უმეტესობა, სწორედ ამ ნაკრების გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ხორვატიამ ბრჭყალები გამოავლინა.

იტალიის ნაკრებმა შეხვედრის პირველი ნახევარი პირლოს შესანIშნავი ჯარიმით მოიგო , ანდრეა პირლომ გოლი 39-ე წუთზე გაიტანა. ხორვატიის ნაკრებმა გამათანარებელი გოლი 72-ე წუთზე გაიტანა, ხორვატიას ქულა მანჯუკიჩმა მოუტანა.

იტალია - ხორვატია 1:1
გოლები: პირლო, 39 - მანჯუკიჩი, 72

იტალია: ბუფონი, ბონუჩი, დე როსი, კიელინი, მაჯო, მარკიზიო, პირლო, მოტა (მონტოლივო, 63), ჯაკერინი, ბალოტელი (დი ნატალე, 70), კასანო (ჯოვინკო, 83).

ხორვატია: პლეტიკოსა, სრნა, ჩორლუკა, შილდენფელდი, სტრინიჩი, ვუკოევიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი (პრანიჩი, 68), მანჯუკიჩი (კრანჩარი, 90+4), იელავიჩი (ედუარდო, 83)

მეორე შეხვედრაში შესანიშნავი იყო ესპანეთის ნაკრები, მსოფლიოს მოქმედმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა ძალიან დამაჯერებლად 4-0 მოიგო ირლანდიის ნაკრებს. ესპანეთის ნაკრებმა სწრაფი გოლის გატანა უკვე 5-ე წუთზე გატანა. ტორესმა შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი 1-0 დამთავრდა.

მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო ესპანეთის ნაკრებმა და უკვე 49-ე წუთზე სილვამ გახადან ანგარიში 2-0 , ანგარიში სამ ბურთამდე 70-ე წუთზე გაიზარდა, შეხვედრაში თავის მეორე გოლი გაიტანა ტორესმა, ცვლილებაზე შემოსულმა ფაბრეგასმა 83–ე წუთზე შეხვედრაში საბოლოო 4–0 ანგარიში დააფიქსირა.

ორი ტურის შემდეგ ცხრილი ასე გამოიყურება

ესპანეთი დამაჯერებელია, იტალია საფრთხის წინაშეა


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
iventusi 15 ივნისი 2012 19:17
RichIe_blacKburen,შენ ჩემი დაიმახსოვრე მოსულა.
Sportnews 15 ივნისი 2012 16:20
vano.t,
მაშინდელი ტორესი სულ სხვა იყო და ეხლა სულ სხვაა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 15 ივნისი 2012 15:38
iventusi,
იტალია ჯგუფში ჩარჩება აგერ ეს კომენტარი დაიმახსოვრე
iventusi 15 ივნისი 2012 15:25
იტალიას ნუ მიჩაგრავთ. გავა ეჭვი არ შეგეპაროთ.
Richie 15 ივნისი 2012 13:54
vano.t,
წინა ევროპაზე ტორესს იმდენი მომენტი ქონდა რო კიდე უნდა გაეტანა smile
vano.t 15 ივნისი 2012 12:34
რაულიტო,
რატო ფიქრობ ასე? წინა ევროზე ტორესმა გაიტანა გადამწყვეტი მგონი თუ გახსოვს გერმანიასთან
Sportnews 15 ივნისი 2012 11:28
იტალია მსოფლიოზე არ ჩარჩენილა მგონი, 3 ქულით გავიდა ჯგუფიდან , ტორესის მაინც და მაინც ნუ ექნებათ იმედი ესპანელებს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Mrkartvela 15 ივნისი 2012 09:41
ტორეეეს გენაცვალე შენ ))
vano.t 15 ივნისი 2012 09:24
RichIe_blacKburen,
ეგე იქნებაა საღო სპაინ შენი ფანი ვარრრ ჩემი ტორესი ელ ნინიოო
Richie 15 ივნისი 2012 09:12
იტალია მსოფლიოზეც ხო ჩარჩა, ეხა მგონია რომ ევროპაზეც ჩარჩება.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (156)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა