საფრანგეთმაც და ინგლისმაც იმარჯვეს

საფრანგეთმაც და ინგლისმაც იმარჯვეს

16-06-2012, 01:56

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურში ორივე ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმაც და საფრანგეთის ნაკრებმაც გამარჯვება მოახერხეს. მაგრამ ინგლისელთა განსხვავებით, ფრანგებმა ადვილად იმარჯვეს.

საფრანგეთის ნაკრების და უკრაინის შეხვედრა წვიმის გამო დაახლოებით ერთი საათით გადაიდო, ამ მოვლენამ აშკარა იყო, რომ ფეხბურთელებს განწყობა დაუკარგა და პირველი ტაიმი სანახაობრივად ძალიან ცუდი იყო. იყო რამდნემი დარტყმა კარის მიმართულებით ორივე გუნდის მხრიდან, მაგრამ მაინც და მაინც განსაკუთრებული არაფერი, ასევე იყო შევჩენკოს მომენტი, მაგრამ მან ლორის აჯობა.

მეორე ტაიმი ფრანგებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს, მათ მოუმატოს მეორე ტაიმის პირველი წუთებიდან აქტიურად დაიწყეს თამაში და ამან შედეგი უკვე 56-ე წუთზე გამოიღო, სამ სვლიანი კომბინაციის შემდეგ მენეზმა გოლი გაიტანა, საფრანგეთის ნაკრები დალაგებულად განაგრძობდა თამაშს, 63-ე წუთზე ბენზემას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ კაბაიემ შეხვედრაში ანაგრიში 2-0 გახადა. ფრანგებმა მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ბოლომდე და 3 ქულა მოიპოვეს.

უკრაინა - საფრანგეთი 0:2
გოლები: მენეზი, 63, კაბაიე, 56

უკრაინა: პიატოვი, გუსიევი, მიხალიკი, ხაჩერიდი, სელინი, ტიმოშჩუკი, ნაზარენკო (მილევსკი, 60), იარმოლენკო (ალიევი, 68), ვორონინი (დევიჩი, 46), კონოპლიანკა, შევჩენკო

საფრანგეთი: ლიორისი, დებუში, რამი, მექსესი, კლიში, ა.დიარა, კაბაიე (მ'ვილა, 68), მენეზი (მარტენი, 73), ნასრი, რიბერი, ბენზემა (ჟირუ, 76)

გაფრთხილებები: სელინი, ტიმოშჩუკი - მენეზი, დებუში, მექსესი



ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა ინგლისის ნაკრების და შვედეთის ნაკრებს შორის , მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოვიდა. შეხვედრაში 5 გოლი გავიდა და საბოლოოდ ინგლისის ნაკრებმა 3-2 იმარჯვეს.

როგორც პირველ შეხვედრაში, ამ შეხვედრაშიც პირველი ტაიმი უღიმღამო გამოვიდა, მაგრამ პირველი ტაიმი გამოირჩა ქეროლის შესანიშნავი გოლით, რომელიც მან 24-ე წუთზე ჯერარდის შესანიშნავი გადაცემით და არანაკლებ შესანიშნავი თავური დარტყმით გაიტანა. პირველი ტაიმი 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმში შვედეთის სახეცვლილი ნაკრები ვიხილეთ , უნდა გამოვარჩიოთ ზლატან იბრაგიმოვიჩი, რომელიც ძალიან კარგი იყო. შვედებმა ანგარიში 49-ე წუთზე გაათაბრეს, გოლი საკუთარ კარში ჯონსომა ჩაჭრა. 9 წუთში შვედეთი წინ გავიდა, გოლის ავტორი მელბერგი გახლდათ.

ინგლისის ნაკრებში ცვლილებაზე შემოსულმა ვოლკოტმა მატჩი უდიდესი გარდატეხა მოახერხა და ინგლისის ნაკრების გამარჯვება დიდ წინალდ სწორედ მისი დამსახურებაა. ვოლკოტმა ჯერ 64-ე წუთზე ანგარიში გაათაბრა, 78-ე წუთზე კი ველბეკს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ეს შანსი გამოიყენა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა 3-2 დასრულდა და ფრანგების მსგავსად ინგლისელებმაც სამი ქულა მოიპოვეს.

შვედეთი - ინგლისი 2:3
გოლები: გ.ჯონსონი, 49 (ს.კ), მელბერგი, 58 - კეროლი, 24, უოლკოტი, 64, ველბეკი, 78

შვედეთი: ისაქსონი, მელბერგი, გრანკვისტი (ლუსტიგი, 65), მ.ოლსონი, ი.ოლსონი, ელმი (ვილჰემსონი, 81), ლარსონი, სვენსონი, შელსტრიომი, იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი (როზენბერგი, 79)

ინგლისი: ჰარტი, გ.ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული, იანგი, ჯერარდი, მილნერი (უოლკოტი, 61), პარკერი, კეროლი, ველბეკი (ოქსელეიდ-ჩემბერლენი, 90)

გაფრთხილებები: მელბერგი, ი.ოლსონი, სვენსონი - მილნერი



ორი ტურის შემდეგ D ჯგუფში ცხრილი ასე გამოიყურება


საფრანგეთმაც და ინგლისმაც იმარჯვეს

# 6ავტორი: koko
საიტს გავტეხავ თუ არ დამაბრუნებთ
მაგრამ გატეხვა არ ვიცი მაგრამ რაგაცას მაინც ვიზამ 9
# 2783ავტორი: Sportnews
RichIe_blacKburen,
გამორიცხულია ფრანგები მაგარს თამაშობენ

--------------------

# 872ავტორი: Richie
ნეტა საფრანგეთი ჩარჩეს მაგარი იქნებაა
# 133ავტორი: iventusi
მგინი ეს ორი გავა ჯგუფიდან.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით