ჩეხეთი და საბერძნეთი პლეიოფში არიან

ჩეხეთი და საბერძნეთი პლეიოფში არიან

17-06-2012, 01:44

ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის ფინალი ძალიან დრამატული გამოდგა, პირველი ტურის შემდეგ ფავორიტად შერაცხული რუსეთი ჯგუფში დარჩა.

რუსეთმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ფეხბურთი მოულოდნელობით გამოირჩევა, რუსეთი სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა და ვერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა.

საბერძნეთისა და რუსეთის შეხვედრა სანახაობრივად ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ უდიდესი დრამატულობით გამოირჩა, საბერძნეთმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე გაიტანა, გოლის ავტორი კარაგუნისია.

მეორე ტაიმში შედეგიდან გამომდინარე უპირატესობას რუსეთი ფლობდა, შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ გოლი აღარ გასულა და ბერძნებმაც მოიგეს. სამი ტურის შემდეგ ბერძნებმა და რუსეთმა 4-4 ქულა დააგორვეს და საბერძნეთმა ურთიერთშეხვედრის საფუძველზე მეორე ადგილი დაიკავა.

საბერძნეთი-რუსეთი 1:0 (1:0)

საბერძნეთი: სიფაკისი, მანიატისი, ცაველასი, კ. პაპადოპულოსი, ტოროსიდისი, პაპასტატოპულოსი, კარაგუნისი (მაკოსი 67), კაცურანისი, სამარასი, სალპინგიდისი (ნინისი 83), გეკასი (ჰოლებასი 64).

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში.

რუსეთი: მალაფეევი, ანიუკოვი (იზმაილოვი 81), იგნაშევიჩი, ჟირკოვი, ა. ბერეზუცკი, შიროკოვი, დენისოვი, ძაგოევი, გლუშაკოვი (პოგრებნიაკი 72), არშავინი, კერჟაკოვი (პავლიუჩენკო 46).

მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი.

გოლი: 1:0 კარაგუნისი (45+1)

გაფრთხილებები: კარაგუნისი 61, ჰოლებასი 90+3 - ანიუკოვი 61, ჟირკოვი 69, ძაგოევი 71, პოგრებნიაკი 90+2



მეორე შეხვედრაში ერთმანეთს მასპინძელი პოლონეთი და ჩეხეთი ხვდებოდნენ, ორივე გუნდი გამარჯვების შემთხევაში ჯგუფიდან გადიოდა, ჩეხეთმა შეძლო პოლონეთის დამარცხება, მოიპოვა სამი ქულა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც მეორე შეხვედრა, არც ეს შეხვედრა სანხაობრივი თვალსაზრისით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ესეც დაძაბულობით გამოირჩა. შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში ჩეხეთს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და ამ ნაკრებმა მეორე ტაიმში საკმაოდ მოუმატო. ჩეხეთი უპირატესობას ფლობდა და 77-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი პეტრ ირაჩეკმა გაიტანა. ჩეხეთმა ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო, შესაბამისად დააგროვა 6 ქულა და პირველი ადგილი დაიკავა. პოლონელებმა კი 2 ქულით ბოლო პოზიციაზე დაასრულეს გამოსვლა.



A ჯგუფი


ჩეხეთი და საბერძნეთი პლეიოფში არიან

# 133ავტორი: iventusi
Barca_Fan,კი გეთანხმები მარა. მე რუსეთი მეგონა რომ გავიდოდა ყველაზე კაი ფეხბურტს რუსეთი თამაშობდა.
# 433ავტორი: Alex_Song
iventusi,
belay რაგა სენსაცია არც ბერძენები არინ ცუდი და არც ჩეხები fellow
# 133ავტორი: iventusi
სენსაცია ჩემი აზრით.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით