ესპანეთი და იტალია მეოთხეფინალში არიან

ევრო-2012 19-ივნ, 01:229 Sportnews 1320 5






C ჯგუფი სენსაციების გარეშე დასრულდა, შემდეგ ეტაპზე სწორედ ის ორი ფავორიტი გუნდი გავიდა, რომლებსაც მოიაზრებდნენ, მეოთხედფინალში იტალია და ესპანეთი ითამაშებენ.

მესამე ტურის მთავარი მატჩი მაინც ესპანეთსა და ხორვატიას შორის იყოს, ბევრი მოელოდა, რომ ეს გუნდები ერთმანეთში შედეგიან ფრეს ითამაშებდნენ და ორივე გავიდოდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლა და ესპანელებმა მეტოქე 1-0 დაამარცხეს.

უნდა აღინიშნოს ესპანეთის წინააღმდეგ ხორვატიის ნაკრების ძალიან კარგი თამაში, ხორვატებმა არ მისცეს ესპანელებს საშუალება შეექმნათ ბევრი მომენტი, მაგრამ შეხვედრის 88-ე წუთზე ხორვატიის ნაკრები მაინც ჩავარდა, შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, რომელიც ფაბრეგასმა გააკეთა ინიესტა და ხესუს ნავასი პირისპირ დარჩნენ მეკარესთან, ინიესტამ ხესუს ნავასს გადააწოდა ბურთი და მანაც ცარიელ კარებში შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

ხორვატია-ესპანეთი 0:1 (0:0)
გოლი: ნავასი (88)
გაფრთხილებები: ჩორლუკა (27), სრნა (44), სტრინიჩი (53), რაკიტიჩი (90), მანჯუკიჩი (90), ელავიჩი (90)
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი

ხორვატია: პლეტიკოშა, სტრინიჩი, ჩორლუკა, შილდენფელდი, რაკიტიჩი, ვუკოევიჩი (ედუარდო 81), მოდრიჩი, სრნა, პრანიჩი (პერშიჩი 66), მანჯუკიჩი, ვიდა (ელავიჩი 66)
მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ესპანეთი: კასილიასი, პიკე, სერხიო რამოსი, არბელოა, ალბა, ინიესტა, ჩავი (ნეგრედო 89), ხაბი ალონსო, ბუსკეტსი, სილვა (ფაბრეგასი 73), ტორესი (ნავასი 61)
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე



მეორე შეხვედრაში, როგორც მოგეხსენებათ ერთმანეთს იტალიისა და ირლანდიის ნაკრები ხვდებოდნენ, იტალიის ნაკრებს გასვლისთვის აუცილებლად სჭირდებოდათ გამარჯვება , ირლანდიის ნაკრებს კი არანაირი შანსი არ ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლის, მაგრამ გუნდმა ბოლო შეხვედრა მაინც ღირსეულად ჩაატარა.

იტალიის ნაკრებმა შეძლო მეტოქის დამარცხება ანგარიშით 2--0 და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. შეხვედრის პირველი გოლი 35-ე წუთზე გავიდა, კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით კასანომ გაიტანა, მეორე გოლი 90-ე წუთზე ბალოტელიმ გაიტანა შესანიშნავი დარტყმით. აღსანიშნავია, რომ 89-ე წუთზე ირალანდია მოედანზე 10 კაცით დარჩა.

იტალია 2:0 ირლანდია
გოლები: კასანო 35, ბალოტელი 90

იტალია: ბუფონი, აბატე, ბარცალი, კიელინი (ბონუჩი 57), ბალძარეტი, პირლო, მარკიზიო, მოტა, დე როსი, დი ნატალე (ბალოტელი 75), კასანო (დიამანტი 62).

ირლანდია: გივენი, ო'ში, დანი, სენტ-ლეჯერი, უორდი, მაკგიდი (ლონგი 65), უილანი, ენდრიუსი, დაფი, კინი (კოკსი 86), დოილი (უოლტერსი 76).

გაფრთხილება: ბალძარეტი, დე როსი, ბუფონი - ო'ში, ენდრიუსი, სენტ-ლეჯერი
გაძევება: ენდრიუსი 89 (მეორე ყვითელი ბარათი)



C ჯგუფის საბოლოო ცხრილი ასე გამოიყურება

ესპანეთი და იტალია მეოთხეფინალში არიან



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 5

iventusi 19-ივნ, 13:23

ვინ თქვა იტალია ვერ გავაო. ჩემპიონი იტალია გახდება. ესპანეთის მზე ჩაესვენა.

Alex_Song 19-ივნ, 12:06

რაულიტო,
რა არაა? am

ამ ტექსტის სანახავად თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.


Sportnews 19-ივნ, 10:03

ციტატა: Mrkartvela
ესპანია ჩემპიონს !! ))

ვნახოთ , ვნახოთ wink

Mrkartvela 19-ივნ, 07:31

ესპანია ჩემპიონს !! ))

Sportnews 19-ივნ, 01:40

იტალია-საფრანგეთი და ესპანეთი-ინგლისი მგონია მეოთხედფინალში მე , თქვენ რას ფიქრობთ ?
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018