ბილიჩი თავისი ნაკრების ფეხბურთელებით ამაყობს

ბილიჩი თავისი ნაკრების ფეხბურთელებით ამაყობს

19-06-2012, 12:07

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა განაცხადა, რომ ის ამაყობს თავისი ნაკრებით და ხორვატი ფეხბურთელებით.

"ჩვენ გვქონდა გეგმა, პირველი 20-30 წუთის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში გოლი არ უნდა გაგვეშვა და მეტოქის თამაში უნდა შეგვეზღუდა, შემდეგ კი შანსი მოგვეცემოდა, ყველაფერი ზუსტად ასეც მოხდა, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ძალიან კარგი მომენტი, მაგრამ გატანა ვერ შევძელით, გაიხსენეთ რაკიტიჩის მომენტი, სადაც კასილასმა შესანიშნავად ითამაშა, ვულოცავ ესპანეთს და იტალიას შემდეგ ეტაპზე გასვლას"

"მე ვამაყობ ხორვატიის ნაკრებით და ამ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებით, ისინი დიდებულნი არიან, მათ შესანიშნავად ითამაშეს ევროპაზე, მე ამ ნაკრებს 6 წლის განმავლობაში ვედექი სათავეში და ამ დროის განმავლობაში დიდი სიამოვნება მივიღე"-
განაცხადა ბილიჩმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით