ევრო-2012
ჰარტი თერთმეტმეტმეტრიანებს არ გამორიცხავს

ინგლისის ნაკრების ძირითადი მეკარე ჯო ჰარტი აცხადებს, რომ პლეი-ოფის შეხვედრებში ის სულაც არ გამორიცხავს თერთმეტმეტრიანებს და ის ამისთვის მზად არის.

"რა თქმა უნდა თერთმეტმეტრიანების სერია ყოველთვის ლატარია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩემი ნაკრების ფეხბურთელებში, რომლებიც თერთმეტმეტრიანს შეასრულებენ, სრულებითაც არ გამოვრიცხავ, რომელიმე მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდეს თამაში და მე ამისთვის მზად ვარ"-აცხადებს ჯო ჰარტი.

შეგახსნებთ, რომ ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.










კომენტარის დამატება