იოახიმ ლიოვი: “გეგმამ გაამართლა”

ევრო-2012 23-ივნ, 13:289 Mrkartvela 3824 0






ბერძნებთან გამარჯვების შემდეგ, გერმანელების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რამ აიძულა, შემადგელობაში გადაადგილებები მოეხდინა: “უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. დიდი ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეოთხედ გავედით. 2004 წელს ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მას დიდი მომავალი ელის. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, - განაცხადა ბუნდესტრენერმა, - ბერძნებმა, ფაქტობრივად, ერთი ნაღდი მომენტი შექმნეს, მაგრამ ორჯერ გატანა მოახერხეს, ჩვენ კი, თავიდან მიზანში ვერ ვარტყამდით და ეს ძალიან მაბრაზებდა, ამიტომაც, რამდენჯერმე ზედმეტად ემოციურად გამოვხატე ჩემი განწყობა. სამი გამარჯვების შემდეგ, გუნდთან პრეტენზია არ მქონია, მაგრამ გარკვეულ გადაადგილებებზე მაინც ვფიქრობდი, მიმაჩნდა, რომ ბერძნები უნდა გაგვეკვირვებინა, ისინი ხომ კარგად მოემზადებოდნენ ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, გეგმამ გაამართლა. დარჩენილ მატჩებში ყველაფერს წვრილმანები გადაწყვეტს, ამიტომ ერთი შეცდომის უფლებაც არ გვაქვს”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018